„როდესაც ომი მიმდინარეობს, არ არის უკრაინის სრულუფლებიან წევრად ნატო-ში შესვლის დრო“ – იენს სტოლტენბერგი

ნატო-ს გენერალური მდივნია განცხადებით, უკრაინის მომავალი ნატო-შია, თუმცა, ყველა მოკავშირე თანხმდება, რომ ახლა, როდესაც ომი მიმდინარეობს, არ არის უკრაინის სრულუფლებიან წევრად ნატო-ში შესვლის დრო.

სტოლტენბერგის განცხადებით, მთავარია გადაიჭრას ორი საკითხი –  მმართველობის განმტკიცება და თავდაცვის ძალების ნატო-სთან თავსებადობა და მიმდინარე ომი.

„უნდა გვესმოდეს, რომ არის ორი განზომილება. ერთი ეხება უკრაინის მიერ უსაფრთხოებისა და თავდაცვის ინსტიტუტების მოდერნიზაციის დონეს, ასევე მმართველობის განმტკიცებას, რაც მოიცავს კორუფციასთან ბრძოლას. ეს არის საკითხები, რომლებსაც განვიხილავთ ალიანსის ყოველი გაფართოების წინ, რადგანაც გვსურს კარგი მმართველობა, თანამედროვე თავდაცვისა და უსაფრთხოების ინსტიტუტები და გვსურს შეიარაღებული ძალები, რომლებიც ურთიერთავსებადი არიან ნატო-სთან.

ასევე, არის სხვა განზომილება.  უკრაინაში ომია და უკრაინულმა ძალებმა აჩვენებს გამბედაობა, უნარები და კომპეტენცია, რომელმაც მთელი მსოფლიო გააოცა. ამავე დროს, ეს არის სრულმასშტაბიანი ომი და ამიტომ, ყველა მოკავშირე თანხმდება, რომ როდესაც ომი მიმდინარეობს, ახლა არ არის უკრაინის სრულუფლებიან წევრად ნატო-ში შესვლის დროს“,- განაცხადა სტოლტენბერგმა სამიტის პირველი დღის დასრულების შემდეგ.

 

მსგავსი თემები