წყნეთში, დენის დარტყმის შედეგად ახალგაზრდა კალათბურთელი დაიღუპა

წყნეთში, დენის დარტყმის შედეგად დაღუპული მოზარდი  ახალგაზრდა კალათბურთელი დათუნა ჟღენტია. კალათბურთელის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში  საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია ეხმიანება.

,,საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ახალგაზრდა კალათბურთელის, დათუნა ჟღენტის ტრაგიკულად გარდაცვალებასთან დაკავშირებით!,”- ნათქვამია ფედერაციის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ცნობისთვის, ტრაგედია წყნეთში გასულ ღამეს მოხდა. დენის დარტყმის შედეგად  16 წლის მოზარდი დაიღუპა.

 

ინფორმაცია, თითქოს 16 წლის მოზარდის გარდაცვალება სკვერში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს უკავშირდება, არის სრული სიცრუე – ვაკის რაიონის გამგეობა

მსგავსი თემები