,,როგორ მინდა, რომ მწყობრში ვიყო და პრეზიდენტის გუნდს ვეხმარებოდე“ – მიხეილ სააკაშვილი

პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში მიმართვას აქვეყნებს და უკრაინის ხელისუფლებაზე საუბრობს.

,,როგორ მინდა, რომ მწყობრში ვიყო და პრეზიდენტის გუნდს ვეხმარებოდე. თუმცა, ის და მისი გუნდი ფანტასტიკურად მოქმედებენ და ჩემს ისედაც მაღალ მოლოდინსაც გადააჭარბეს. ვამაყობ ასეთი პრეზიდენტით. ვამაყობ, რომ ერმაკთან ერთად ვსწავლობდი. უბრალოდ აღფრთოვანებული ვარ, თუ როგორ მუშაობს კულება და როგორ აანალიზებს სიტუაციას პოდოლიაკი.

ეს, რეალურად, დიპლომატიის სრულიად ახალი სკოლაა, რომელიც ჩვენს თვალწინ იბადება. ერთადერთი, რითაც მე შევეცადე, მათ დავხმარებოდი, იყო ის, რომ ნატოს წევრ ქვეყნებს გავუგზავნე 2008 წელს, თითოეული დელეგაციის მიერ დაშვებული შეცდომების მემორანდუმი”, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

მსგავსი თემები