,,უნდა ჩამოვაყალიბოთ მკაფიო გზა უკრაინისთვის, რომ გახდეს ნატო-ს წევრი”- ანჯეი დუდა

,,ჩვენ უნდა ჩამოვაყალიბოთ მკაფიო გზა უკრაინისთვის, რომ ის გახდეს ნატო-ს წევრი”,- ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ განაცხადა. მისი თქმით, პოლონეთის საზოგადოება აცნობიერებს, რომ მეტი ხარჯი უნდა გაწიონ  თავდაცვისთვის.

,,პოლონეთი უკრაინის მეზობელია, ახლა რუსეთი შეჭრილია უკრაინაში და მიმდინარეობს საშინელი ომი. ჩვენ ვიცით, რას ნიშნავს ეს. ჩვენ მილიონობით უკრაინელი ლტოვლილი გვყავს პოლონეთში. ყველა პოლონელი, პოლონეთის საზოგადოება აცნობიერებს, რომ მეტი ხარჯი უნდა გავწიოთ ჩვენი თავდაცვისთვის, რომ გავზარდოთ სამხედრო შესაძლებელობები. ეს არის გადამწყვეტი დღეს და ამიტომ მივიღეთ შესაბამისი გადაყევტილება. მე მაქვს ერთი გზავნილი. ჩვენ უნდა ჩამოვაყალიბოთ მკაფიო გზა უკრაინისთვის, რომ ის გახდეს ნატო-ს წევრი”,- განაცხადა დუდამ.

მსგავსი თემები