ჩეჩნეთს გროზნოდან თბილისის მიმართულებით პირდაპირი ფრენების დანიშვნა სურს

ჩეჩნეთის ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის მინისტრი, რამზან ჩერხიგოვი Azimuth Airlines-ის აღმასრულებელ დირექტორს, ედუარდ ტეპლიცკის შეხვდა. ჩეჩნეთის მთავრობას გროზნოდან თბილისში პირდაპირი ფრენების დანიშვნა სურს.

„ჩვენ განვიხილეთ არაერთი პერსპექტიული პროექტი, როგორც ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაურის, რუსეთის გმირის რამზან ახმატოვიჩ კადიროვის ინსტრუქციების შესრულების ნაწილი, სამგზავრო ფრენების გეოგრაფიის გაფართოების მიზნით, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ. ჩვენ გამოვყავით მგზავრთა საჰაერო გადაყვანის რამდენიმე მიმართულება, მათ შორის ფრენები ქალაქებში სოჭში, ვოლგოგრადში, თბილისში და ჯედაში“, – განაცხადა ჩერხიგოვმა.

მისივე თქმით, ” გაწერილი გეგმების განხორციელება არა მხოლოდ ხელს შეუწყობს რესპუბლიკის მაცხოვრებლების კომფორტს, არამედ მნიშვნელოვან დადებით გავლენას მოახდენს ტურისტული ინდუსტრიის განვითარებაზე.”

მსგავსი თემები