საფრანგეთი უკრაინას შორ მანძილზე მოქმედ რაკეტებს გაუგზავნის

საფრანგეთი უკრაინას შორ მანძილზე მოქმედ რაკეტებს გაუგზავნის, – ამის შესახებ  საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა.

მისი თქმით, სიტუაციისა და კონტრშეტევის გათვალისწინებით, გადაწყვიტა გაზარდოს იარაღისა და აღჭურვილობის მიწოდება უკრაინისთვის.

„სიტუაციისა და კონტრშეტევის გათვალისწინებით, რომელსაც უკრაინა ხელმძღვანელობს, მე გადავწყვიტე გავზარდო იარაღისა და აღჭურვილობის მიწოდება, რათა უკრაინელებს შემდგომი დარტყმის შესაძლებლობა მივცე, ჩვენი დოქტრინის სიცხადისა და თანმიმდევრულობის შენარჩუნებისას, ანუ უკრაინას საშუალება მისცეს დაიცავი თავისი ტერიტორია. ვფიქრობ, დღეს ჩვენთვის მნიშვნელოვანი არის უკრაინის მხარდაჭერის, ნატოს ერთიანობისა და გადაწყვეტილების გაგზავნა, რომ რუსეთს არ შეუძლია და არ უნდა მოიგოს ეს ომი“, – განაცხადა მაკრონმა.

მსგავსი თემები