„უკრაინამ 2-ის ნაცვლად 1 ნაბიჯი უნდა გადადგას ნატო-ში გაწევრიანებისთვის“ – იენს სტოლტენბერგი

ამ წუთებში, ნატო-ს სამიტის ფარგებში, ნატო-ს გენერალური მდივანი მედიის კითხვებს პასუხობს. როგორც იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, უკრაინას ალიანსის წევრობისთვის 2 ნაბიჯის გადადგმა არ მოუწევს.

„ჩვენ გვაქვს ძალიან ძლიერი გზავნილი უკრანისთვის. ეს არის სამომავლო გეგმა, როგორ უნდა გახდეს უკრაინა ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის წევრი. ასევე, ის ურთიერთოები, რომელიც უნდა გაგრძელდეს უკრაინის შეიარაღებულ ძალებსა და ნატო-ს შეიარაღებულ ძალებს შორის. ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ იმის მაგივრად, რომ 2 ნაბიჯი გაიაროს ნატო-ს წევრობამდე უკრაინამ, მან უნდა გადადგას მხოლოდ ერთი ნაბიჯი, რაც გულისხმობს, რომ მაპი არ იქნება საჭირო ნატოში გაწევრიენბისთვის“ – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

მსგავსი თემები