პრეზიდენტს ნიკა გვარამია შეაწყალებინეს – ირაკლი კობახიძე

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ნიკა გვარამიას სტრასბურგში ვიზიტს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ პრეზიდენტს “მთავარი არხის” დამფუძნებელი შეაწყალებინეს. მისივე თქმით, გვარამიას შეწყალების მიზანი პოლარიზაციის გაღვივება იყო.

,,აქედან ჩანს ვისი კარნახით შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ნიკა გვარამია და რა იყო ამ შეწყალების მიზანი. შეწყალების მთავარი მიზანი იყო პოლარიზაციის გაღვივება. ამას ვერ ახერხებდნენ არსებული პოლიტიკური შემადგენლობით, ოპოზიციის შემადგენლობას ვგულისხმობ და სწორედ იმისთვის, რომ უფრო მეტად გაეღვივებინათ პოლარიზაცია, შეაწყალებინეს სალომე ზურაბიშვილის გვარამია. ეს არის ძალიან ცუდი, იმიტომ რომ ჩანს, ვიღაცები არ იშლიან თავისას. მათი მიზანია პოლარიზაცია, ჩვენი მიზანი კი ქვეყანაში სიმშვიდის შენარჩუნებაა”, – განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, ნიკა გვარამია ევროპარლამენტის მიწვევით სტრასბურგში იმყოფება. “მთავარი არხის” დამფუძნებელი 11-12 ივლისს ევროპარლამენტარებს შეხვდება.

მსგავსი თემები