„სიცხადე და გამბედაობა“ – რას ამბობს საქართველოს პრეზიდენტი უკრაინის პრეზიდენტის განცხადებაზე?!

საქართველოს პრეზიდენტი უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებასთან დაკავშირებით შეფასებას აკეთებს. ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნატო-ს სამიტის კონტექსტში აღნიშნა, რომ “გაურკვევლობა სისუსტეა.”

„სიცხადე და გამბედაობა, და არა ყოყმანი არის საუკეთესო თავდაცვა და გზა მტკიცე მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“, – აცხადებს  სალომე ზურაბიშვილი.

შეგახსენებთ, რიმ უკრაინის პრეზიდენტმა უკმაყოფილება გამოთქვა, რომ  ნატოს-სამიტის ფარგლებში უკრაინის საკითხზე მსჯელობა უკრაინის გარეშე ხდება.

„უკრაინა ნატოს ვილნიუსის სამიტზე იქნება წარმოდგენილი, რადგან ეს პატივისცემას ნიშნავს. მაგრამ, უკრაინა, ასევე, იმსახურებს პატივისცემას. ახლა გზაში მივიღეთ სიგნალები, რომ სამიტზე უკვე დაიწყო მსჯელობა უკრაინის გარეშე“ – აცხადებს პრეზიდენტი ზელენკი.

მსგავსი თემები