,,თუ არ გვაძლევენ არჩევანს, ავიღებთ არადანს”- ლაზარე გრიგორიადისი

“თუ არ გვაძლევენ არჩევანს, ავიღებთ არადანს” – აღნიშნული წარწერით ფურცლები ლაზარე გრიგორიადისმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე დამსწრეებს აჩვენა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში მარტის აქციებზე დაკავებულის მორიგი პროცესი გაიმართა.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე კიდევ ერთი მოწმე, შინაგან საქმეთა სამინისტროს ქიმიური ექსპერტიზის უფროსი დაიკითხა. მისი თქმით, დაკავებული ახალგაზრდის ტანსაცმლის გამოკვლევისას ნავთობპროდუქტების, მძიმე და ცხიმოვანი მჟავების კვალი ქურთუკზე აღმოჩნდა.

მსგავსი თემები