,,გავზრდით უკრაინის პრაქტიკულ და პოლიტიკურ მხარდაჭერას”- იენს სტოლტენბერგი

ჩვენ გავზრდით უკრაინის პრაქტიკულ და პოლიტიკურ მხარდაჭერას, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომის გახსნისას განაცხადა.

მისი თქმით, დღეს ბევრ გადაწყვეტილებას მიიღებენ კიდევ უფრო ძლიერი ალიანსისთვის.

„ჩვენ ასევე გადავდგამთ გაბედულ ნაბიჯებს ჩვენი შეკავებისა და თავდაცვის შესაძლებლობების შემდგომი გაძლიერების მიზნით, მათ შორის იქნება ახალი გეგმები და ძალები ევროატლანტიკური ზონის თავდაცვისთვის. ჩვენ შევთანხმდებით თავდაცვის უფრო ამბიციურ ინვესტიციებზე“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

მსგავსი თემები