დრონებით თავდასხმა ოდესაზე – დაზიანდა მარცვლეულის ტერმინალი

უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსეთი  უკრაინის ქალაქ ოდესის პორტს შაჰედის“ ტიპის უპილოტო საფრენი აპარატებით დაესხა თავს. თავდასხმის შედეგად დაზიანდა მარცვლეულის ტერმინალი. უპილოტო საფრენი აპარატების ნამსხვრევების ჩამოვარდნისას ცეცხლი გაუჩნდა პორტის ორ ტერმინალს. ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია. „სამხრეთის საჰაერო თავდაცვის ძალებმა 22 თვითმფრინავი გაანადგურეს, ორი კი პორტის ობიექტის ადმინისტრაციულ შენობას შეეჯახა. ჩამოგდებული თვითმფრინავების ნამსხვრევების ჩამოვარდნის გამო, ცეცხლი გაუჩნდა პორტის ორ ტერმინალს, მათ შორის მარცვლეულის ტერმინალს,”- ნათქვამია ოდესის რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის განცხადებაში.

მეტი...

ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმე – სააპელაციო სასამართლომ განაჩენი, შესაძლოა, დღეს გამოაცხადოს

ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმეზე სააპელაციო სასამართლომ განაჩენი, შესაძლოა, დღეს გამოაცხადოს. ყოფილი მეუღლის მიმართ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში ბრალდებული ბასილაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. პროცესს ნიკოლოზ ბასილაშვილი და ნეკა დოროყაშვილი არ ესწრებიან. შეგახსენებთ, ნიკოლოზ ბასილაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო, რაც  ბრალდების მხარემ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.

მეტი...

შვედეთი ნატოს სრულფასოვანი წევრი გახდება – იენს სტოლტენბერგი

მთელი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში  ლიეტუვას დედაქალაქია. ნატო-ს სამიტი ვილნიუსში სულ ცოტა ხნის წინ გაიხსნა. ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, შვედეთი ალიანსის სრულფასოვანი წევრი გახდება. ,,ვილნიუსის სამიტი ისტორიული იქამდე გახდა ვიდრე დაიწყებოდა. შვედეთი ნატოს სრულფასოვანი წევრი გახდება. ეს გადაწყვეტილება კარგია შვედეთისთვის, თურქეთისთვის და ნატოსთვის და სრულიად ბალტიისპირეთისთვის. ეს არის ისტორიული გადაწყეტილება და ისტროიული სამიტი. პრეზიდენტი ერდოღანი დამპირდა, რომ შვედეთის გაწევრიანების პროტოკოლის რატიფიცირების პროცესი თურქეთის დიდ ასამბლეაში წინ წაიწევს და უზრუნველყოფილი იქნება რატიფიცირება. დეტალებში ვერ შევალ, ზუსტ დროებთან დაკავშირებით, მაგრამ მნიშნელოვანია რომ გადაწყვეტილება უკვე მიღებული გვაქვს”. – განაცხადა სტოლტენბერგმა.

მეტი...

,,თუ რუსეთი წარმატებას მიაღწევს უკრაინასთან, მსოფლიოში ყველაფერი გახდება უფრო საშიში და არასტაბილური”- ჯასტინ ტრუდო

კანადის პრემიერ-მინისტრის, ჯასტინ ტრუდოს განცხადებით, კანადელებს კარგად ესმით, რომ თუ რუსეთი წარმატებას მიაღწევს უკრაინასთან, მსოფლიოში ყველაფერი გახდება უფრო საშიში და არასტაბილური. მისი თქმით, კანადა სრულ მხარდაჭერას უცხადებს უკრაინას ჰუმანიტარული, სამხედრო და ფინანსური დახმარებით „ვფიქრობ, მთელ მსოფლიოში ყველა ადამიანს ესმის, რომ სამყარო იცვლება. აგრესია, რუსეთის უკრაინაში შეჭრასთან ერთად, არის წესების დარღვევის ხარჯზე ტერიტორიის ძალაუფლების მოპოვების გაზრდილი სურვილი, რაც ნიშნავს, რომ ჩვენ ერთიანები უნდა ვიყოთ მხარდაჭერაში და არ უნდა მივატოვოთ ჩვენი მოქალაქეები არცერთ გამოწვევაში, იქნება ეს კლიმატის ცვლილების გამოწვევა, პანდემიის გამოწვევა, თუ სხვა, რადგან დღეს ძალიან ბევრი გამოწვევის წინაშე ვართ. კანადელებს ძალიან კარგად…

მეტი...

ოზურგეთში, ძლიერი წვიმის შედეგად მეწყერული პროცესები განვითარდა

სტიქიას ებრძვიან ოზურგეთშიც – დატბორილია ეზოები. ძლიერი წვიმის შედეგად მეწყერული პროცესები განვითარდა. ამასთან, სტიქიის შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი სახლების სახურავებიდა  სოფლებში მდებარე შიდა გზები. ასევე დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები.  

მეტი...

ინფორმაცია, თითქოს 16 წლის მოზარდის გარდაცვალება სკვერში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს უკავშირდება, არის სრული სიცრუე – ვაკის რაიონის გამგეობა

ვაკის რაიონის გამგეობა წყნეთში მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ინფორმაციას, თითქოს მოზარდის გარდაცვალება სკვერში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს უკავშირდება, სიცრუეა. „პირველ რიგში, გვინდა, სამძიმარი გამოვთქვათ გუშინ, წყნეთში მომხდარი უბედური შემთხვევის გამო, რასაც 16 წლის მოზარდის გარდაცვალება მოჰყვა. ვიზიარებთ ოჯახის და ახლობლების დიდ გულისტკივილს. ამ ეტაპზე ცნობილია მხოლოდ ის, რომ ფანჩატურში, სადაც მოხდა უბედური შემთხვევა, უკანონოდ, კუსტარულად იყო დამონტაჟებული ელექტრომოწყობილობა. მოზარდის გარდაცვალების ზუსტ მიზეზს გამოძიება დაადგენს. ასევე, დადგინდება ის პირები, რომელთაც უკანონოდ აწარმოეს ეს სამუშაო. რაც შეეხება კონკრეტულ მედიასაშუალებებში გასულ ინფორმაციას, თითქოს მოზარდის გარდაცვალება სკვერში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს…

მეტი...

თუ პუტინი უკრაინაში გაიმარჯვებს, ეს მსოფლიოს უფრო სახიფათოს გახდის – სტოლტენბერგი

ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, თუ ვლადიმერ პუტინი უკრაინაში გაიმარჯვებს, ეს მსოფლიოს უფრო სახიფათოს გახდის. მისი თქმით, ნატოს- წევრმა ქვეყებმა უკრაინის მხარდაჭერის უდიდესი ნება გამოვალინეს. „უკრაინის მიმართ მხარდაჭერა მტკიცეა, რადგან ხალხი უკრაინის მიმართ სოლიდარულია. ტრაგედია იქნება უკრაინისთვის, თუ პუტინი გაიმარჯვებს. ასევე, ხალხი ხვდება ძალიან მარტივ ფაქტს, რომ თუ პუტინი უკრაინაში გაიმარჯვებს, ეს მხოლოდ უკრაინელებისთვის არ იქნება ცუდი, ეს იქნება სახიფათო ჩვენთვისაც, რადგანაც ეს იქნება გზავნილი ყველა ავტორიტარი ლიდერისთვის, რომ როდესაც ისინი არღვევენ საერთაშორისო კანონმდებლობას და იჭრებიან სხვა ქვეყანაში, მაშინ ისინი იღებენ იმას, რაც სურთ. ეს კი, მსოფლიოს უფრო სახიფათოს გახდის…

მეტი...

სტიქია აბაშასა და სენაკში

სამეგრელოში სტიქიას ებრძვიან. ძლიერი წვიმის შედეგად დაზარალდა აბაშა, სადაც სოფელ სამიქაომდე მისასვლელი ხიდი დაზიანდა. სტიქიის შედეგად დაზარალდა სენაკიც, სადაც  ნოქალაქევში წყალმა ცენტრალური გზა დატბორა.  

მეტი...

ბაიდენი ზელენსკის ნატოს სამიტზე შეხვდება

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ოთხშაბათს ნატოს სამიტზე უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება. ამის შესახებ ინფორმაციას ”სიენენი” ავრცელებს. მედიის ცნობით, შეხვედრა იქნება ერთიანობის ნიშანი, რადგან ზელენსკის სამიტზე დასწრება კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. რუსეთის ომი უკრაინაში ნატოს ლიდერებისთვის დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი საკითხია, ასევე განიხილავენ ალიანსში გაწევრიანების სამომავლო გზებს, რამაც გამოიწვია ლიდერების გარკვეული განხეთქილება. ბაიდენმა განაცხადა, რომ ჯერ ომი გრძელდება და დაასახელა რეფორმები, რომელიც უკრაინამ ალიანსში გასაწევრიანებლად უნდა გაატაროს. „არ მგონია, რომ ნატოში ერთსულოვანი იყოს იმის შესახებ, შემოვიდეს თუ არა უკრაინა ნატოს ოჯახში ახლა, ამ მომენტში, ომის შუაგულში“,- განუცხადა ბაიდენმა CNN-ს. ზელენსკიმ…

მეტი...

ვილნიუსის სამიტი დაწყებამდე უკვე გახდა ისტორიული – იენს სტოლტენბერგი

ნატო-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ ვილნიუსის სამიტი დაწყებამდე უკვე გახდა ისტორიული. მისი თქმით, შვედეთის ნატო-ში გაწევრიანება კარგია, როგორც შვედეთისთვის, ისე თურქეთისა და მთლიანად ნატო-სთვის. „ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილი არის, რომ ვილნიუსის სამიტი გახდა ისტორიული და ეს მის დაწყებამდე მოხდა, რადგანაც შვედეთი გახდება ნატო-ს წევრი. ეს არის კარგი როგორც შვედეთისთვის, ისე თურქეთისა და მთლიანად ნატო-სთვის. ეს ძალიან კარგია ბალტიისპირეთის რეგიონისთვის. ფინეთისა და შვედეთის ალიანსში ყოფნა ბალტიისპირეთის უსაფრთხოების დაცვის ამოცანა ხდება უფრო იოლი ნატო-სთვის. ამიტომ, ეს არის ისტორიული გადაწყვეტილება. ისტორიული მომენტი და ისტორიული სამიტი. თურქეთმა მანამდე წამოწია ლეგიტიმური შეშფოთებები, რომელიც მას აქვს…

მეტი...

,,45 წუთი უტარებდნენ გულის მასაჟს…“- მოზარდი დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა

წყნეთში 15 წლის ბიჭი დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა. შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც ბავშვები ეზოში, სკვერში თამაშობდნენ. ადგილობრივების განცხადებით, სკვერის მიმდებარედ ინფრასქტურურული სამუშაოები მიმდინარეობდა. „სტუმრად იყო მოსული. ბავშვები გარეთ იყვნენ, აქ სულ თამაშობდნენ ხოლმე. იქ დენს რანაირად უნდა გაეტარებინა, ვერ ვხვდებით. ვერავინ ვერაფერს ვხვდებით. მანამდე, სანამ სასწრაფო მოვიდოდა, ექიმები შველოდნენ.  სასწრაფო რომ მოვიდა, 45 წუთი უტარებდნენ გულის მასაჟს…“ – ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი. კომენტარს ”პრაიმტაიმი”ავრცელებს.

მეტი...

,,ვიხილეთ თბილისი პრაიდის ძალადობრივი ჩაშლა”- რობერტა მეცოლა

ევროპარლამენტის პრეზიდენტ რობერტა მეცოლა საქართველოში, პრაიდფესტივალის ჩაშლას ეხმიანება. მეცოლამ ქვიარ თემს მხარდაჭერა და სოლიდარობა გამოუცხადა. ,,გასულ შაბათს საქართველოში ჩვენ ვიხილეთ თბილისი პრაიდის ძალადობრივი ჩაშლა. ამ დებატებში ანტილგბტქ-ი რიტორიკის, დეზინფორმაციისა და ძალადობის ადგილი არ არის და ლგბტქი თემის სიცოცხლე და უსაფრთხოება პრიორიტეტული უნდა იყოს. ადამიანები იმსახურებენ შიშისგან თავისუფალ ცხოვრებას. აქედან მინდა გამოვხატო ჩემი სოლიდარობა და მხარდაჭერა”, – განაცხადა მეცოლამ.

მეტი...

დიდი ოდენობით ყალბი ვალუტის გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ყალბი ვალუტის გასაღების ფაქტზე, დაკავებულ იქნა ერთი პირი. საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით,  გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, 2023 წლის ივლისის დასაწყისში, ერთ-ერთ პირზე გაასაღა დიდი ოდენობით ყალბი ვალუტა. „საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია 8 850 აშშ დოლარის ოდენობის, 50 და 100 დოლარის ნომინალის ყალბი კუპიურა. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10-წლამდე ვადით“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

მეტი...

,,საქართველო ამ ეტაპზე არ გამოიყურება, როგორც დაინტერესებული მხარე”- ფრიდი ნატო-ზე

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი, დიპლომატი დენიელ ფრიდი აცხადებს, რომ ამჟამად საქართველო არ გამოიყურება NATO-ში გაწევრიანებით დაინტერესებული. მისი თქმით, საქართველო ისე გამოიყურება თითქოს ცდილობს გავიდეს თამაშიდან. ,,რადგან არსებობს ფართოდ გავრცელებული შეშფოთება იმის თაობაზე, რომ საქართველომ თითქოს ამ ეტაპზე საკუთარი თავი ამ პროცესს მიღმა დატოვა. საქართველო ისე გამოიყურება თითქოს ცდილობს გავიდეს თამაშიდან. უკრაინას ამ სამიტზე წევრად ნამდვილად არ მიიწვევენ, თუმცა მთავარი შეკითხვა ისაა, როგორ იქნება ამჯერად გამოხატული ის ენა, ის ლექსიკა, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის ბუქარესტის სამიტის დროს შემუშავდა. და რა პრაქტიკული ნაბიჯები გადაიდგმება უკრაინისთვის. მაგრამ საქართველო ამ ეტაპზე არ გამოიყურება,…

მეტი...

ორეხოვოში რუსეთის თავდასხმის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა

ზაპოროჟიეს ოლქის ქალაქ ორეხოვოში, რუსეთის ძალების მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 7-მდე გაიზარდა. უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის იფორმაციით, 10 ივლისს მაშველებმა ნანგრევებიდან სამი ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს. მათივე ცნობით, სამძებრო სამუშაოები დასრულებულია.

მეტი...

15 წლის ბიჭი დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა

წყნეთში 15 წლის ბიჭი დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას ”ფორმულა”ავრცელებს. მედიის ცნობით, შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც ბავშვები ეზოში, სკვერში თამაშობდნენ. ადგილობრივების განცხადებით, სკვერის მიმდებარედ ინფრასქტურურული სამუშაოები მიმდინარეობდა. მოზარდის დახმარებას სასწრაფოს მისვლამდე ადგილობრივები ცდილობდნენ, თუმცა ბავშვის გადარჩენა ვერ მოხერხდა. მათი თქმით, 15 წლის ბიჭი წყნეთში სტუმრად იმყოფებოდა.  

მეტი...

უკრაინა იმსახურებს ნატო-ში ყოფნას – ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა იმსახურებს ნატო-ში ყოფნას. ამის შესახებ მან საღამოს ტრადიციულ ვიდეომიმართვაში განაცხადა და აღნიშნა, რომ ნატოს აღმოსავლეთ ფლანგზე უსაფრთხოება უკრაინაზეა დამოკიდებული. ,,ყველას ყველაფერი ესმის. ყველა ლიდერი, ყველა სახელმწიფო. თუნდაც განსხვავებული პოზიციები გაჟღერდეს, მაინც ცხადია, რომ უკრაინა იმსახურებს ალიანსში ყოფნას. ახლა არა – ომია, მაგრამ მკაფიო სიგნალი გვჭირდება. და ჩვენ გვჭირდება ეს სიგნალი ახლა”, – განაცხადა ზელენკსიმ. მისივე თქმით, უკრაინა დე ფაქტოდ უკვე ალიანსშია. ,,ჩვენი იარაღი ალიანსის იარაღია. ჩვენი ღირებულებები არის ის, რისიც სჯერა ალიანსს. ჩვენი თავდაცვა არის ევროპის ფორმულის ელემენტი, რომელიც მას ერთიანს, თავისუფალს და მშვიდობიანს…

მეტი...

ქუთაისში მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული გოგონა, გარდაიცვალა

ქუთაისში მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული მეექვსე მგზავრი, გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას გოგოას ახლობლები სოციალურ ქსელში ავრცელებენ. გოგონას ავარიის შედეგად უმძიმესი დაზიანებები ჰქონდა მიღებული და რამდენიმე დღე კლინიკაში სიცოცხლისთვის იბრძოდა. შეგახსენებთ, ავარია ქუთაისის აეროპორტთან რამდენიმე დღის წინ მოხდა. მსუბუქი ავტომობილი ბოძს შეეჯახა და აფეთქდა

მეტი...

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა მუშაობა განაახლა

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა მუშაობა განაახლა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მუშაობა დაგეგმილზე 3 საათით ადრე განაახლეს და რეისებს ჩვეულ რეჟიმში იღებენ. ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანებისა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის გუნდის ოპერატიული მუშაობის შედეგად, შესაძლებელი გახდა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის დაგეგმილზე ადრე გახსნა. 07:30 საათზე ქუთაისიდან სალონიკის მიმართულებით შესრულდება რეისი. აეროპორტის ოპერირების დროებით შეჩერება უხვმა ნალექმა და გადაუღებელმა წვიმებმა გამოიწვია. აეროპორტის ტერიტორიაზე აქტიურად მუშაობს ექსპერტთა ჯგუფი, რომლებიც ვითარებას ადგილზე სწავლობენ”, – ნათქვამია განცხადებაში.  

მეტი...