,,ალბათ, გვარამიასგან ახალ ოპოზიციურ ლიდერს ამზადებენ”- ირაკლი ზარქუა

,,ალბათ, გვარამიასგან ახალ ოპოზიციურ ლიდერს ამზადებენ,”- ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუამ ნიკა გვარამიას სტრასბურგში ყოფნას და ევროპარლამენტარებთან დაგეგმილ შეხვედრას.

მისი თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და რადიკალურმა ოპოზიციამ შვიდი, ათი გვარამია რომ დაიყენოს, ქართველი ხალხის ნებას ვერავინ გადავა.

„სტრასბურგში გვარამიას ვიზიტში მოულოდნელი არც არაფერი ყოფილა. დარწმუნებული ვარ, ხვდება დასავლეთში არსებულ ლობისტურ ჯგუფებს, „ნაციონალურ მოძრაობას“ ვინც ჰყავს. ესენი არიან კუბილიუსები, ფოტიგები, ქალბატონი რასა. ალბათ, ბატონი გვარამიასგან ახლა ახალ ოპოზიციურ ლიდერს ამზადებენ. სავარაუდოდ, მათი შეხვედრის მიზანი ეს არის. ისედაც ვიცოდით, რომ გვარამია ამ რადიკალურ ოპოზიციაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურა იყო, ვინც ამ პროცესს მართავს. როგორც კი ის განერიდა და დანაშაულის ჩადენის შემდეგ ციხეში ჯდომა მოუწია, კი ნახეთ, როგორ ჩამოინგრა მთელი ოპოზიციური სპექტრი. სავარაუდოდ, ახალი ემოციებით, ახალი პროგრამებით, მისიებით, ახალი ამოცანებითა და მიზნებით იქნება გვარამია დატვირთული. არადა, ქალბატონ პრეზიდენტს რომ ჰკითხოთ, რა მიზნითაც შეიწყალა, ეს ნაბიჯი უნდა ყოფილიყო საზოგადოების გამაერთიანებელი და რადიკალიზაციის შემამცირებელი. მგონია, პირიქით, საპირისპირო შედეგს მივიღებთ. ამაშიც ჩანს, როგორი აცდენილია ქალბატონი სალომე რეალურ ხედვებს და მოცემულობებს“, – განაცხადა ზარქუამ.

 

 

მსგავსი თემები