ბრალდების მხარე განაჩენს აუცილებლად უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებს – პროკურორი

ჩოგბურთელი, ნიკოლოზ ბასილაშვილი  სააპელაციო სასამართლომაც გაამართლა. მოსამართლემ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება უცვლელი დატოვა.

გადაწყვეტილებას ბრალდების მხარე არ ეთანხმება და პროკურორი მომხდარს სამწუხარო პრეცედენტს უწოდებს.

,,ბრალდების მხარე კატეგორიულად არ ეთანხმება თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას. სამწუხარო პრეცედენტია და ბრალდების მხარე განაჩენს აუცილებლად უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებს. 7 ასათის განმავლობაში წარუდგინა არგუმენტაცია თბილისის სააპელაციო სასამართლოს. წარმოდგენილი იყო როგორც დაზარალებულის ჩვენება, ასევე თვითმხილველი მოწმეების ჩვენება, ასევე ვიდეო და აუციოჩანაწერები, ექსპერტიზის დასკვნები, რაც ცალსახად იძლეობდა გამატყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველს,” – აცხადებს პროკურორი.

მსგავსი თემები