„საქართველო გახდება ალიანსის წევრი“ – ნატო-ს კომუნიკე

ნატო-ს წევრი ქვეყნების ლიდერებმა კომუნიკე გამოქვეყნეს, სადაც საქართველოს ნატო-ს წევრობაზეა საუბარი. აღნიშნულის ერთ-ერთი წინაპირობა კი გასატარებელი რეფორმებია, რომელშიც საქართველომ პროგრესს უნდა მიაღწიოს.

„ჩვენ ვიმეორებთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.  მტკიცედ ვუჭერთ მხარს უფლებას გადაწყვიტოს საკუთარი მომავალი და საგარეო პოლიტიკური კურსი გარე ჩარევისგან დამოუკიდებლად. მოვუწოდებთ რუსეთს, გაიყვანოს საკუთარი ჯარები, რომლებიც საქართველოში მისი თანხმობის გარეშე იმყოფებიან. ასევე, მოვუწოდებთ რუსეთს, უკან წაიღოს საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების აღიარება; შეწყვიტოს ამ რეგიონების „მილიტარიზაცია“ და დანარჩენი საქართველოსგან მათი იძულებით გამოყოფის მცდელობები საზღვრის მსგავსი დაბრკოლებების აგებით; შეწყვიტოს ადამიანის უფლებების დარღვევები, მათ შორის თვითნებური დაკავებები და საქართველოს მოქალაქეების შევიწროება“ – აღნიშნულია ნატო-ს კომუნიკეში.

როგორც ალიანსის წევრი ქვეყნები აცხადებენ, საქართველოს ერთგულნი რჩებიან.

„ვიმეორებთ 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებას, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი წევრობის სამოქმედო გეგმით (MAP), როგორც პროცესის განუყოფელი ნაწილით; ევროატლანტიკური მისწრაფებების წინსვლისთვის საქართველომ რეფორმებში უნდა მიაღწიოს პროგრესს, მათ შორის საკვანძო დემოკრატიულ რეფორმებში, და მაქსიმალურად გამოიყენოს ANP”, – აღნიშნულია კომუნიკეში.

 

მსგავსი თემები