უკრაინული ძალები კონტრშეტევას 3 მიმართულებით აწარმოებენ – გენშტაბი

11 ივლისის მდგომარეობით, უკრაინის არმია ახორციელებს შეტევას სამი მიმართულებით – მელიტოპოლში, ბერდიანსკში და ბახმუტში, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის პრესმდივანმა ანდრეი კოვალევმა განაცხადა.

„ბახმუტის მიმართულებით ჩვენი ჯარები აგრძელებენ შეტევითი ოპერაციების ჩატარებას ქალაქ ბახმუტის ჩრდილოეთით და სამხრეთით. მტერი უწევს ძლიერ წინააღმდეგობას, მოძრაობს ნაწილებსა და ჯარებს, აქტიურად იყენებს რეზერვებს“, – განაცხადა კოვალევმა.

ცნობისთვის, უკრაინულმა ძალებმა კონტრშეტევა ჯერ კიდევ ივნისის დასაწყისში წამოიწყეს, პირველ კვირებში გაათავისუფლეს 8 დასახლებული პუნქტი ზაპოროჟიესა და დონეცკის რაიონების მიმართულებით.

მსგავსი თემები