არახამიას განცხადებით, საქართველო უკრაინის მოთხოვნას თუ არ დააკმაყოფილებს, ერთადერთი ბერკეტი, საერთაშორისო სანქციები რჩება

“ხალხის მსახურის” ლიდერის დავით არახამიას განცხადებით, საქართველო მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით უკრაინის მოთხოვნას თუ არ დააკმაყოფილებს, ერთადერთი ბერკეტი, საერთაშორისო სანქციები რჩება.

„მგონი, საერთაშორისო სანქციები, ერთადერთი მეთოდი იქნება გამოყენებული საქართველოს პოლიტიკოსების წინააღმდეგ“, – განაცხადა არახამიამ.

არახამია  გამოეხმაურა რუსეთის სანქციებზე მომუშავე საერთაშორისო ჯგუფის კოორდინატორის, მაიკლ მაკფოლის განცხადებასაც და აღნიშნა, რომ სანქციებმა უნდა აიძულოს საქართველოს ხელისუფლება, შეცვალოს დამოკიდებულება საკითხებისადმი.

„სანქციები არის ქმედება, რომელიც დაკავშირებულია უკანონო ქმედებებთან, რომლებსაც აწარმოებს საქართველოს ხელისუფლება და თავისთავად ცხადია, ამ სანქციებმა უნდა აიძულოს, შეცვალონ მათი დამოკიდებულება საკითხებისადმი. საერთაშორისო ურთიერთობებთან არის ეს ყველაფერი დაკავშირებული“, – განაცხადა დავით არახამიამ ”მთავარი არხის” ეთერში.

მსგავსი თემები