,,მეგობრობა, სიყვარული, ურთერთობები ორმხრივი არსებობს, ცალმხრივი არაფერი ვარგა”- კალაძე ზელენსკის გადაწყვეტილებაზე

მეგობრობა, სიყვარული, ურთერთობები ორმხრივი არსებობს. ცალმხრივი არაფერი ვარგა. საქართველოსთან მიმართებით ზელენსკის გადაწყვეტილება გულდასაწყვეტია, – ასე ეხმაურება თბილისის მერი, კახა კალაძე უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის გადაწყვეტილებას.

მისი თქმით, ქართველი და უკრაინელი ხალხი ყოველთვის მეგობრები იყვნენ და ამ ურთიერთობას ვერც ერთი პოლიტიკოსი ვერ შეცვლის.

„ისტორიულად ქართველი და უკრაინელი ხალხი ყოველთვის მეგობრები იყვნენ, ერთმანეთის გვერდით იყვნენ და, რა თქმა უნდა, ამ ურთიერთობას ვერც ერთი პოლიტიკოსი ვერ შეცვლის. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ეს ურთიერთობები არსებობდეს. ჩვენ გადაწყვეტილებებს ემოციებით არ ვიღებთ, რაც ჩანს იმ პოლიტიკაში, რასაც „ქართული ოცნება“ 2012 წლის შემდეგ აწარმოებს. დღეს პარტიის თავმჯდომარემაც გააკეთა განცხადება და მინიშნებები ამასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ქართველ ხალხსა და უკრაინელ ხალხს შორის ურთიერთობები არსებობდეს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

მსგავსი თემები