გიორგი მამარდაშვილი „ბაიერნის“ სატრანსფერო სიაშია

იტალიელი საფეხბურთო ექსპერტის, ფაბრიციო რომანოს განცხადებით, გიორგი მამარდაშვილი გერმანული საფეხბურთო გუნდის, მიუნხენის „ბაიერნის“ სატრანსფერო სიაშია.

„ექსკლუზივი – გიორგი მამარდაშვილი „ბაიერნის“ სატრანსფერო სიაშია. ინგლისური და იტალიური კლუბების შემდეგ ქართველი მეკარით კიდევ ერთი გრანდი დაინტერესდა. „ბაიერნს“ ახლა სხვა პრიორიტეტები აქვს, მაგრამ მამარდაშვილი 100%-ით სიაშია. პირადი პირობების შეთანხმება პრობლემა არ იქნება“, – აცხადებს ფაბრიციო რომანო.

მსგავსი თემები