„ჩვენ მას ვერც კვებას დავაძალებთ და ვერც მკურნალობას, ეს არ შეიძლება“ – მინისტრი სააკაშვილზე

იუსტიციის მინისტრის განცხადებით, პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი არ იღებს ექიმების რეკომენდაციას და არასრულფასოვნად იკვებება. მისი თქმით, ამ ქმედებებში მას ხელს რადიკალები უწყობენ.

„სწორედ იმ რადიკალებს, რომლებიც ვერ ბედავენ, სიმართლეს თვალი გაუსწორონ და საკუთარი მოვალეობა შეასრულონ, თუნდაც საკუთარი ამომრჩევლის წინაშე და პრემიერის მოხსენების დროს გარბიან დარბაზიდან, შემდეგ საკუთარ სახელმწიფოს აყენებენ იმხელა შეურაცხყოფას, რომ საქართველოს ჰიმნის დროსაც არ იმყოფებიან დარბაზში, პასუხისმგებლობა უნდა მოჰკითხოთ მათ. ისინი მუდმივად მოუწოდებდნენ, დაეზიანებინა საკუთარი ჯანმრთელობა, რადგან მათ სურთ მხოლოდ ერთი რამ, ისარგებლონ მსჯავრდებულის პოლიტიკური წარსულით და დაიწერონ საკუთარი პოლიტიკური ქულები.

ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასება ხდება ექიმების მიერ გამოკვლევების შემდგომ და არა ტელევიზორში ნანახი გამოსახულებით. თუკი ვინმეა დაინტერესებული ამ ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობით, ვართ ჩვენ, რადგან ეს ადამიანი ამჟამად პატიმარია და შესაბამისად, ჩვენი ვალია, ვიზრუნოთ მის ჯანმრთელობაზე, რასაც ჩვენ ვასრულებთ პირნათლად. თუკი ადამიანი საკუთარი ნებით არ მკურნალობს და ასევე არ იღებს საკვებს, იღებს მხოლოდ იმ საკვებს, რომელიც მას უნდა, მიიღოს, ჩვენ მას ვერც კვებას დავაძალებთ და ვერც მკურნალობას. ეს არ შეიძლება“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

 

მსგავსი თემები