ჩინეთმა ჯოზეფ ბორელის პეკინში ვიზიტი გააუქმა

ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელის ჯოზეფ ბორელის პეკინში დაგეგმილი ოფიციალური ვიზიტი გაუქმებულია. ვიზიტი ჩინეთმა გააუქმა. როგორც ჯოზეფ ბორელის წარმომადგენელი აცხადებს, ვიზიტის გაუქმების მიზეზი მისთვის უცნობია.

„ჩვენმა ჩინელმა კოლეგებმა შეგვატყობინეს, რომ მომავალ კვირაში დაგეგმილი ვიზიტი არ შედგება და ახლა ალტერნატიული გამოსავალი უნდა მოვძებნოთ. ვიზიტის გაუქმების მიზეზი ჩვენთვის უცნობია. სამწუხაროა მსგავსი გადაწყვეტილება, მაშინ, როდესაც ევროკავშირის ჩინეთთან ურთიერთობის დალაგებას ცდილობს“, – განაცხადა ბორელის პრეს-სპიკერმა.

 

მსგავსი თემები