„მიხეილ სააკაშვილი უნდა წავიდეს უკრაინაში”- ნიკა გვარამია

ნიკა კვარამიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში უნდა წავიდეს. ნიკა გვარამიამ დღეს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კლინიკა ”ვივამედში” მოინახულა.

„მიხეილ სააკაშვილი უნდა წავიდეს უკრაინაში. საქართველოს პოლიტიკასთან დაკავშირებით ის რას გააკეთებს, ეს არის მისი გადასაწყვეტი. მე მის ადგილზე განცხადებებს, რომელსაც აკეთებდა აქამდე, არ გავაკეთებდი და არ ვიჩქარებდი ამ განცხადების გაკეთებას. რას გააკეთებს იგი მომავალში, ეს არის მომავლის საკითხი და უნდა გადაწყდეს მომავალში. ახლა სასწრაფოდ მისი გადარჩენის საკითხია მოსაგვარებელი. უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი, რომელიც დღეს არის სამყაროს მორალური ლიდერია, ასეთი თხოვნით რომ გამოდის, ეს უნდა შესრულდეს,”- განაცხადა გვარამიამ.

მსგავსი თემები