,,ქართული ოცნების დარჩენა ხელისუფლებაში შექმნის პრობლემებს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე”- დავით არახამია

 

უკრაინის რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ლიდერის, დავით არახამიას განცხადებით, ქართველებმა მომდევნო არჩევნზე ბრძნული გადაწყვეტილება უნდა მიიღონ. მისი თქმით, ”ქართული ოცნების” დარჩენა ხელისუფლებაში შექმნის პრობლემებს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე.

​„მე მგონია, რომ ქართველებმა უნდა მიიღონ ბრძნული გადაწყვეტილება არჩევნებზე, რომელიც მოდის. აუცილებლად უნდა შეცვალონ ხელისუფლება და ეს უკვე რადიკალურად შეცვლის სიტუაციას, რადგან მთელი დემოკრატიული მსოფლიო, რომელიც უკრაინას უჭერს მხარს, თავისთავად ცხადია, რომ იძლევა გარკვეულ იმედს, მაგრამ ეს არ იქნება საკმარისი. წარმოდგენა არ მაქვს, ასეთ წინააღმდეგობას რატომ უწევს საქართველოს ხელისუფლება იმ მოთხოვნებს, რაც ჩვენი მხრიდან ისმის. ამიტომ, თავისთავად ცხადია, რომ მათი დარჩენა ხელისუფლებაში შექმნის პრობლემებს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. ჩვენი ომი თავისთავად ცხადია, რომ წარმატებით დამთავრდება. რუსეთს არ ექნება დიდი არჩევანი იმისა, რომ გააგრძელოს იგივე პოლიტიკა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში. ვიცით, რომ ეს ტერიტორიები საქართველოსია და ესეც მოსაგვარებელია. ეს უნდა გააკეთოს ახალმა ხელისუფლებამ საქართველოში“, – განაცხადა დავით არახამიამ „მთავარ არხთან“ ინტერვიუში.

 

მსგავსი თემები