,,რეალურად არაფერი არ ხდება, მნიშვნელოვანია ამ ადამიანმა მიიღოს შესაბამისი კალორიები და იკვებოს ჩვეულებრივად”- კახა კალაძე სააკაშვილზე

,,ის რასაც სააკაშვილი ცდილობდა, აკეთებდა, ეს იყო ჩვეულებრივი პიარ კამპანია საქართველოს წინააღმდეგ,” – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. მისი თქმით, რეალურად არაფერი ხდება და მნიშვნელოვანია, რომ მიხეილ სააკაშვილმა მიიღოს შესაბამისი კალორიები და იკვებოს ჩვეულებრივად.

,,ვფიქრობ ეს თემა დახურულია, სასამართლოს გადაწყვეტილება მიღებული აქვს, მისჯილი აქვს კონკრეტულ დანაშაულებზე მიხეილ სააკაშვილს. თქვენ იცით, რომ მის მიერ მოხდა გასაჩივრება და საკითხის სტრასბურგში წაღება, ისიც კარგად ვიცით, სტრასბურგმა რა პასუხი მოიწერა აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით. შესაბამისად ყველაზე კითხვაზე არსებობს პასუხი, ის რასაც სააკაშვილი ცდილობდა, აკეთებდა, ეს იყო ჩვეულებრივი პიარ კამპანია საქართველოს წინააღმდეგ, ეს იყო მცდელობა, რომ მსოფლიოსთვის ეჩვენებინათ თითქოს საქართველოში ადამიანის უფლებები ირღვევა, პატიმრის უფლებები ირღვეოდა, მათი ქმედებები იყო მიმართული ზუსტად ამისკენ. ეს ადამიანი თვითდაზიანების რეჟიმში იმყოფებოდა და მიზანმიმართულად კეთდებოდა ესეც, ეს იყო პიარ სტრატეგიის ნაწილი, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ ხორციელდება. რეალურად არაფერი არ ხდება, რეალურად მთავარი და მნიშვნელოვანი არის ერთი რამ, ამ ადამიანმა მიიღოს შესაბამისი კალორიები და იკვებოს ჩვეულებრივად”,- განაცხადა კახა კალაძემ.

მსგავსი თემები