იენს სტოლტენბერგი ნატო-ს გენერალური მდივნის თანამდებობას კიდევ ერთი წლით დაიკავებს

იენს სტოლტენბერგს ნატო-ს გენერალური მდივნის თანამდებობაზე ყოფნის ვადა ერთი წლით გაუხანგრძლივდა. სტოლტენბერგი თანამდებობას 2024 წლის პირველ ოქტომბრამდე დაიკავებს.

„პატივია ნატო-ს მოკავშირეების გადაწყვეტილება, გავაგრძელო ჩემი ვადა გენერალური მდივნის თანამდებობაზე 2024 წლის პირველ ოქტომბრამდე. ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკას შორის ტრანსატლანტიკური კავშირი უზრუნველყოფს ჩვენს თავისუფლებას და უსაფრთხოებას თითქმის 75 წლის განმავლობაში და უფრო საშიშ სამყაროში ჩვენი ალიანსი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე“, – წერს იენს სტოლტენბერგი „ტვიტერზე.“

მსგავსი თემები