„საქართველოსა და უკრაინას ერთი მტერი ჰყავთ“ – კელი დეგნანი

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის განცხადებით, საქართველოსა და უკრაინას ერთი მტერი ჰყავთ და ეს არის რუსეთი. როგორც კელი დეგნანმა მედიასთან განაცხადა, ორივე ქვეყანა ამ აგრესიული მოწინააღმდეგის წინაშე გაერთიანებული უნდა იყოს.

„ჩემზე არ არის უკრაინასა და საქართველოს შორის ოფიციალური კომუნიკაციის კომენტირება დამოკიდებული. ნათელია, რომ ახლა ძალიან დაძაბული პერიოდია. რუსეთი უზარმაზარ ზეწოლას ახორციელებს უკრაინაზეც და საქართველოზეც. დასაწყისიდან ჩვენ რაც ბევრჯერ ვთქვით, არის ის, რომ ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის და უკრაინისთვის, რომ გაერთიანდნენ, ერთად შეიკრიბონ. ერთი მტერი ჰყავთ, ამ ძალიან აგრესიულ მოწინააღმდეგესთან გაერთიანებულები უნდა იყვნენ. და იმედი მაქვს, რომ დიპლომატიური დისკუსიების, პირადი საუბრების მეშვეობით ისინი მოახერხებენ მათ შორის არსებული განსხვავებულობის დაძლევას”, – განაცხადა ელჩმა დეგნანმა მედიასთან.

 

მსგავსი თემები