,,ზელენსკიმ, რომელიც მთელი თავისუფალი სამყარო გმირად აღიარებს, ძალიან კონკრეტული ვადა მისცა ივანიშვილის რეჟიმს”- თინა ბოკუჩავა

იმედი მაქვს, დღევანდელი რეჟიმი გაიაზრებს, რამდენად მძიმე შედეგები მოჰყვება მათთვის და ქვეყნისთვის, თუ უგულვებელყოფენ ომში მყოფ პრეზიდენტ ზელენსკის მოწოდებას, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მისი თქმით, ზელენსკიმ ძალიან კონკრეტული ვადა მისცა ივანიშვილის რეჟიმს.

,,პრეზიდენტმა ზელენსკიმ, რომელიც იმყოფება ომში და პრაქტიკულად, მთელი თავისუფალი სამყარო გმირად აღიარებს, ძალიან კონკრეტული ვადა მისცა ივანიშვილის რეჟიმს, 48 საათი, რათა მან მიიღოს ზომები და უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი გადასცეს უკრაინას, რადგან მას დაუყოვნებლივ სჭირდება ადეკვატური ჯანმრთელობის მომსახურების მიღება. იმედი მაქვს, დღევანდელი რეჟიმი გაიაზრებს, რამდენად მძიმე შედეგები მოჰყვება ამას მათთვის და ქვეყნისთვის, თუ უგულვებელყოფენ ომში მყოფ პრეზიდენტ ზელენსკის მოწოდებას“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ზელენსკი საქართველოს ელჩს 48 საათს აძლევს, რომ  დატოვოს ქვეყანა და სააკაშვილის თემაზე საქართველოში კონსულტაციები გამართოს

 

მსგავსი თემები