,,პუტინი საქართველოს ხელისუფლების ხელით კლავს სააკაშვილს”- არესტოვიჩი

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის ყოფილი მრჩეველი  ალექსეი არესტოვიჩი აცხადებს, რომ პუტინი საქართველოს ხელისუფლების ხელით კლავს მიხეილ სააკაშვილს. მისი თქმით, საქართველო რუსეთს ეხმარება.

,,პუტინი საქართველოს ხელისუფლების ხელით კლავს სააკაშვილს. ამაზე უფრო მკაცრი შეფასება შეუძლებელია, რა უნდა ვთქვა, საქართველოს პარლამენტმა ცვლილებები შეიტანა საარჩევნო კოდექსში, რითიც მმართველი პარტია მომავალ არჩევნებში გამარჯვებას ინაღდებს. გარდა ამისა, თბილისსა და მოსკოვს შორის ფრენების სიხშირე გაიზარდა, გაიზარდა იმპორტი, საქართველო ეხმარება რუსეთს, მათი ტერიტორიები ოკუპირებულია. მოკლედ, ყველაფერი ძალიან მოსკოვურია”, – განაცხადა არესტოვიჩმა.

მსგავსი თემები