„ეს ადამიანი არ ემორჩილება ექიმების რეკომენდაციას და ეწევა თვითდაზიანებას“  – მინისტრი სააკაშვილზე

იუსტიციის მინისტრის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი თავად არის პასუხისმგებელი საკუთარი ჯანმრთელობის დაზიანებაზე.

„საკუთარ ჯანმრთელობაზე პასუხისმგებელი თავად ეს ადამიანია. მას სახელმწიფო უკეთებს ყველაფერს, უქმნის ყველა პირობას რომ უმკურნალოს, მაგრამ თუ არ მკურნალობს, ეს არის მისი პირადი გადაწყვეტილება. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, რომ მაქსიმალურად დაემორჩილოს ექიმების რეკომენდაციას. ის თავად არის პასუხისმეგებლი საკუთარი ჯანმრთელობის დაზიანებაზე. ჩვენ მას ვერც კვებას დავაძალებთ და ვერც მკურნალობას“ – აცხადებს მინისტრი რატი ბრეგაძე მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით.

მსგავსი თემები