,,ხელი დაარტყა, რის მერეც ინსულტი განუვითარდა”- რა მოხდა სოფელ ქორდში?

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქორდში, ფიზიკური დაპირისპირების შედეგად 60 წლამდე კაცი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას “მოზაიკა” ავრცელებს.

მათივე ცნობით, კონფლიქტი გარდაცვლილის ბაღში საქონლის შეშვებას მოჰყვა.

,,გარდაცვლილის ბაღში შეუშვა საქონელი ამ კაცმა, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. საქონლის მეპატრონემ გარდაცვლილს ხელი დაარტყა, რის მერეც მას ინსულტი განუვითარდა”, – განუცხადეს “მოზაიკას”.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

 

მსგავსი თემები