რუსი ხალხი ისეთი ერთიანია, როგორც არასდროს – ვლადიმერ პუტინი

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსი ხალხი ისეთი ერთიანია, როგორც არასდროს. მისი თქმით, რუსეთი დაუპირისპირდება დასავლეთის სანქციებსა და „პროვოკაციებს“.

„რუსი ხალხი კონსოლიდირებულია, როგორც არასდროს. რუსულმა პოლიტიკურმა წრეებმა და მთელმა საზოგადოებამ ნათლად აჩვენა ერთიანობა და ამაღლებული პასუხისმგებლობის გრძნობა სამშობლოს მიმართ, როდესაც მათ უპასუხეს, როგორც ერთიანმა ფრონტმა შეიარაღებული ამბოხის მცდელობის წინააღმდეგ”, – განაცხადა პუტინმა.

 

მსგავსი თემები