,,უკრაინა არ მისცემს არავის სააკაშვილთან ასე მოპყრობის შესაძლებლობას”- ნიკა გვარამია

ნიკა გვარამიამ მიხეილ სააკაშვილი კლინიკა ”ვივამედში” მოინახულა. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში უნდა წავიდეს.

„რაც უფრო სწრაფად და დადებითად იფიქრებს ბიძინა ივანიშვილი მიხეილ სააკაშვილის საკითხის გადაწყვეტაზე, მით უკეთესია არა მიხეილ სააკაშვილისთვის, არამედ ამ  ქვეყნისთვის და მისთვის. ვხედავთ, რაც ხდება უკრაინიდან, სხვანაირად უბრალოდ შეუძლებელია, მათ მოქალაქეს პირდაპირ ეთერში განლევა აქვს. არც ერთი თავმოყვარე სახელმწიფო საკუთარ მოქალაქის წინაშე ამას არ დაუშვებს. მინდა, მივმართო არა „ქართულ ოცნებას“, არამედ ადამიანებს, ვისთვისაც მნიშვნელოვანია უკრაინა, როგორც იდეა, როგორც დასავლეთი, როგორც ჩვენი მოკავშირე და მომავალში ლოკომოტივი  მთელი რეგიონის, მათ შორის ბიზნესმენებს, არ გამოვა მეგობრებო ასე. თუ საქართველო-უკრაინის ურთიერთობა ასე გაგრძელდა, ვერანაირ ბიზნეს ვერ გააკეთებთ, მათ შორის უკრაინაში, რადგან შეიძლება, ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობა შეწყდეს, მოსალოდნელია იმის ფონზე, რაც ხდება. არავის შეარჩენს უკრაინა საკუთარი მოქალაქის მიმართ ასეთ მოპყრობას. ჩვენ თუ არ გვყოფნის იმის გაცნობიერების უნარი, რომ საკუთარ პრეზიდენტებს რანაირი დამოკიდებულება არც უნდა გვქონდეს მათ მიმართ, ასე არ უნდა ვექცეოდეთ, ჩვენ თუ არ გვყოფნის ამის თავმოყვარეობა, უკრაინა არ მისცემს არავის სააკაშვილთან ასე მოპყრობის შესაძლებლობას“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

 

მსგავსი თემები