“საქართველოს ელჩთან დარეკვა და უკრაინის დატოვების მოთხოვნა 48 საათში – ასეთი რამ ჯერ არ მომისმენია” – რადას დეპუტატი  

ვოლოდიმირ ზელენსკის მხრიდან საქართველოს ელჩთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას რადას წევრი ივანა კლიმპუშ-ცინცაძე ეხმიანება. როგორც უკრაინელი დეპუტატი წერს, დიპლომატებთან მსგავსი ფორმით ურთიერთობას არსად სმენია.

„უკრაინის მხრიდან დიპლომატიაში კიდევ ერთი ახალი შეუსაბამო სიტყვაა საქართველოს ელჩთან დარეკვა და უკრაინის დატოვების მოთხოვნა 48 საათში:  “თქვენს მთავრობასთან კონსულტაციებისთვის”! – ასეთი რამ ჯერ არ მომისმენია. ყოფილო დიპლომატებო, მეგობრებში „ფბ“-ზე, ხომ ვერ მეტყვით, როგორი ფორმულაა ურთიერთობების დანგრევის? ჯერ ერთი, წელზე მეტი ხნის უკან გაიწვიეს ჩვენი ელჩი “კონსულტაციებისთვის”. მერე ჩვენი ელჩი გაათავისუფლეს. წელიწადზე მეტია ახალი არ დანიშნეს და არ გაგზავნეს. გადაწყვიტეთ, რომ ასე შეგიძლიათ წარმატებით იმოქმედოთ განწყობისა და პოლიტიკის ცვლილებებზე საქართველოში, რეალური ინსტრუმენტების გარეშე?

გეგონათ, ასე უფრო ეფექტური იყო თქვენი მოსმენა? ნამდვილი მტერი სახელმწიფო ვიპოვეთ და ელჩს ვაძევებთ??? ჩვენ თვითონ საბოლოოდ ვანგრევთ ურთიერთობას სახელმწიფოსთან, სადაც უკრაინის სრული საზოგადოებრივი მხარდაჭერა სუფევს; სახელმწიფოსთან, რომელიც შეიძლება იყოს პარტნიორი, მიუხედავად ურთიერთობების სირთულისა“, – აცხადებს რადას დეპუტატი.

შგახსენებთ, რომ პრეზიდენტს ზელენსკის განცხადებით, საქართველოს ელს უკრაინაში 48 საათი მისცეს, რომ ქვეყანა დატოვოს და მიხეილ სააკაშვილის თემაზე საქართველოში კონსულტაციები გამართოს.

 

მსგავსი თემები