ჩხუბი და დაპირისპირება საქართველოს პარლამენტში

ჩხუბი და დაპირისპირება საქართველოს პარლამენტში – საკანონმდებლო ორგანოში დაპირისპირება თავდაცვის კოდექსში შესატანი ცვლილებები გახდა. ერთმანეთს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, მიხეიოლ სარჯველაძე და ”გირჩის” წევრი, ალექსამდრე რაქვიაშვილი დაუპირისპირდნენ ,,კომიტეტის თავმჯდომარემ იკადრა და ფიზიკურ ძალადობაზე გადავიდა. რა თქმა უნდა სხვებმა გააჩეეს, მაგრამ მე ვითხოვ, რომ ეს იყოს ეთიკის საბჭოზე განხილული. ასე არ მოსულა უბრალოდ,”- განაცხადა  რაქვიაშვილი.

მეტი...

ზელენსკი ტერორისტულ თავდასხმებს დასავლეთის მიერ მოწოდებული იარაღით ახორციელებს – მარია ზახაროვა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელის, მარია ზახაროვას განცხადებით, მოსკოვზე დრონებით თავდასხმა კიდევ ერთი ტერორისტული აქტი იყო. მისი თქმით, მსოფლიო საზოგადოებამ უნდა გააცნობიეროს, რომ აშშ, დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი აფინანსებენ ტერორისტულ რეჟიმს. ,,კიევის რეჟიმის მცდელობა თავდასხმის ზონაზე, სადაც განთავსებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტები, მათ შორის აეროპორტი, რომელიც სხვათა შორის, ასევე იღებს უცხოურ ფრენებს, კიდევ ერთი ტერორისტული აქტია. იმის გათვალისწინებით, რომ ზელენსკი ამ ტერორისტულ თავდასხმებს ახორციელებს დასავლეთის მიერ მოწოდებული ან დასავლური სახსრებით ნაყიდი იარაღით, ეს არის საერთაშორისო ტერორიზმი”, – განაცხადა ზახაროვამ.    

მეტი...

,,პუტინთან მებრძოლი მთავარსარდალი, პროდასავლელი რეფორმატორი, ციხეში წამებით არ უნდა მოკვდეს”- ხაბეიშვილი

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის გადაწყვეტილებას ეხმიანება, რომელმაც საქართველოს ელჩს 48 საათს მისცა, უკრაინის დასატოვებლად და სააკაშვილის თემაზე საქართველოში კონსულტაციების გასამართად. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებას აქვს კიდევ ერთი შანსი სააკაშვილი გაათავისუფლოს. ,,ჩვენ გუშინ ვიხილეთ პუტინთან მებრძოლი მთავარსარდლის პრეზიდენტ ზელენსკის განცხადება, რომელიც ითხოვს, უკრაინის მოქალაქის, პრეზიდენტ სააკაშვილის გათავისუფლებას და გადაცემას, როგორც უკრაინის მოქალაქის. ცივილიზებული სამყარო შეთანხმებულია, რომ პუტინთან მებრძოლი მთავარსარდალი, პროდასავლელი რეფორმატორი, ლიდერი, ციხეში წამებით არ უნდა მოკვდეს. შესაბამისად, საქართველოს ხელისუფლებას აქვს კიდევ ერთი შანსი, მიიღოს ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება და პრეზიდენტ სააკაშვილი გაათავისუფლოს და ეს ერთი მოთხოვნა…

მეტი...

უკრაინა ბახმუტის მიმართულებით წარმატებას აღწევს – უკრაინის გენშტაბი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის წარმომადგენელის, ანდრეი კოვალევის განცხადებით,  ქალაქ ბახმუტის ჩრდილოეთით და სამხრეთით, დამცველები აგრძელებენ მტერზე ზეწოლას და  გარკვეულ წარმატებას აღწევენ. „მათ აქვთ ნაწილობრივი წარმატება. მტერი უწევს სასტიკ წინააღმდეგობას და განიცდის უზარმაზარ ზარალს. ბახმუტის მიმართულებით ძალიან მძიმე ბრძოლა გრძელდება“, – განაცხადა კოვალევმა. ამავდროულად, მისი თქმით, უკრაინელი სამხედროები აგრძელებენ რუსული საოკუპაციო ძალების შეტევის შეკავებას ლიმანსკის, ავდეევსკის და მარინსკის მიმართულებით.  

მეტი...

,,გადაწყვეტილება საქართველოსა და უკრაინას შორის მეგობრობას არ ემსახურება”- თალაკვაძე ზელენსკის გადაწყვეტილებაზე

უმრავლესობის წევრი, არჩილ თალაკვაძე უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის გადაწყვეტილებას ეხმიანება, რომელმაც საქართველოს ელჩს 48 საათს მისცა, უკრაინის დასატოვებლად და სააკაშვილის თემაზე საქართველოში კონსულტაციების გასამართად. მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოსა და უკრაინას შორის მეგობრობას არ ემსახურება. ,,რაც შეეხება ელჩის მიმართ მიღებულ გადაწყვეტილებას, მინდა, საზოგადოებას შევახსენო, ჩვენს უკრაინელ მეგობრებს შევახსენო, რომ უკრაინაში საქართველოს ელჩი და საქართველოს საელჩო გახლავთ ის ადამიანი და ის დიპლომატიური მისია, რომელმაც ყველაზე მძიმე დღეებში, მათ შორის, როდესაც კიევზე და კიევთან საომარი მოქმედებები მიმდინარეობდა,არ დატოვეს უკრაინა. სწორედ საქართველოს ელჩი და საქართველოს საელჩო გახლდათ იმ რამდენიმე დიპლომატიურ მისიას შორის, რომელიც…

მეტი...

მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ უზრუნველყონ მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ მკურნალობა – მაია სანდუ

მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ უზრუნველყონ მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო მკურნალობა საზღვარგარეთ. ,,ღრმად შეწუხებული ვარ სასამართლოდან მიხეილ სააკაშვილის შემაშფოთებელი სურათებით, რომელიც აჩვენებს ჯანმრთელობის მძიმე გაუარესებას ციხეში ყოფნის პერიოდში. მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, პრიორიტეტად დააყენოს მისი კეთილდღეობა და დაუყოვნებლივ უზრუნველყონ სასიცოცხლო მნიშვნელობის სამედიცინო მკურნალობა საზღვარგარეთ”, – წერს მაია სანდუ.

მეტი...

მკვლელობა ველისციხეში – მეზობელმა 2 მამაკაცი მოკლა

კახეთში, ველისციხეში მეზობელმა 2 მამაკაცი მოკლა. გაცრცელებული ინფორმაციით, მომხდარს წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. მკვლელობის მოტივი ამ ეტაპზე უცნობია. ადგილზე მობილიზებულნი არიან სამართალდამცველები.

მეტი...

გუშინ მე რაც ვნახე ეს არის რეზექციის რეკლამა, კუჭის ოპერაციის – კობახიძე მიხეილ სააკაშვილზე

”ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე პრესკონფერენციაზე ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის  მდგომარეობასაც შეეხო. მისი თქმით,  გუშინდელ სასამართლო პროცესზე, სადაც სააკაშვილი დისტანციურად ჩაერთო, კუჭის ოპერაციის რეკლამა იხილა. „თქვენ გახსოვთ, სააკაშვილთან დაკავშირებით 600 დღე ხომ დაგვტანჯეს, ჩვენ კი მიჩვეული ვართ, მაგრამ საზოგადოება დატანჯეს 600 დღე სააკაშვილის თემის გარშემო. 600 დღე სააკაშვილი ვითომ კვდებოდა და საბოლოო ჯამში, სტრასბურგის სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება და გადაწყვიტა სააკაშვილმაც, რომ აღარ უნდა კვდებოდეს ყოველდღე. ამაში გვაცხოვრეს 600 დღე ევროპარლამენტარებმა, ევროპარლამენტის რეზოლუცია იყო ამაში ჩართული. გუშინ მე რაც ვნახე, ეს არის რეზექციის რეკლამა, კუჭის ოპერაციის, მეორე – ამდენი ხნის განმავლობაში…

მეტი...

ირაკლი ლექვინაძემ UNCTAD-ის მომხმარებელთა დაცვის კანონის და პოლიტიკის შესახებ მთავრობათაშორის მე-7 სესიაზე ანგარიში წარადგინა

გაეროს ვაჭრობისა და განვითარების კონფერენციის (UNCTAD) მიწვევით, საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძე შვეიცარიაში ქ. ჟენევაში, სამუშაო ვიზიტით იმყოფება.  საქართველოში მომხმარებელთა უფლებების დაცვის სექტორში მიღწეული შედეგების, განხორციელებული რეფორმების და მიმდინარე ტენდენციების გაცნობის მიზნით, ირაკლი ლექვინაძე UNCTAD-ის მომხმარებელთა დაცვის კანონის და პოლიტიკის შესახებ მთავრობათაშორის ექსპერტთა მე-7 სესიაზე სიტყვით გამოვიდა. „2022 წელს, საქართველოს პარლამენტმა „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ კანონი დაამტკიცა, რომელიც ევროდირექტივების სრული დაცვით არის მომზადებული. 2022 წლის 1 ნოემბრიდან, მომხმარებლის უფლებების დაცვას საქართველოს ტერიტორიაზე კონკურენციის ეროვნული სააგენტო ახორციელებს. მომხმარებლის მხრიდან მომართვიანობა მზარდია. რვა თვის განმავლობაში, ათასობით მომხმარებლის უფლება იქნა აღდგენილი,…

მეტი...

,,მსოფლიომ კიდევ  ერთხელ დაინახა, როგორ კლავს კრემლი საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების ხელით მიხეილ სააკაშვილს”- ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, კრემლი საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების ხელით უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს. ზელენსკი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი გადასცეს უკრაინას აუცილებელი მკურნალობისთვის. ,,დღეს მსოფლიომ კიდევ  ერთხელ დაინახა, როგორ კლავს კრემლი საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების ხელით უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს. სიცოცხლე უმაღლესი ღირებულებაა და არ უნდა დავუშვათ მიხეილის განადგურება. უკრაინამ არაერთხელ მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას შეწყვიტოს ეს საჩვენებელი სიკვდილით დასჯა. ჩვენც და ჩვენმა პარტნიორებმაც ხელისუფლებას მიხეილის გადარჩენის სხვადასხვა ვარიანტი შევთავაზეთ, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს დავავალე გამოიძახოს საქართველოს ელჩი უკრაინაში, გამოხატოს პროტესტი და შესთავაზოს მას უკრაინის დატოვება უახლოეს 48 საათში…

მეტი...

შავი ზღვის წყლის ხარისხი ნორმაშია – გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგის შედეგები

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ, გასულ კვირას განხორციელებული კვლევების შედეგების მიხედვით, შავი ზღვის წყლის სინჯებში ბიოგენური ელემენტების, მძიმე მეტალებისა და ჯამური ნავთობის ნახშირწყალბადების კონცენტრაციები ნორმის ფარგლებშია! როგორც ცნობილია, გარემოს ეროვნული სააგენტო შავი ზღვის წყლის ხარისხის მონიტორინგს უკვე 10 დღეში ერთხელ, 9 სადგურზე ახორციელებს. კვლევების შედეგად ისაზღვრება ზღვის წყლის ქიმიური პარამეტრები. ,,აღებული სინჯები საანალიზოდ გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის წყლისა და ნიადაგის ანალიზის ლაბორატორიაში იგზავნება, რომელიც აღჭურვილია მაღალი სიზუსტის მქონე ანალიტიკური ხელსაწყოებით და სრულად აკმაყოფილებს თანამედროვე მოთხოვნებსა და სტანდარტებს. დაინტერესების შემთხვევაში მონაცემები არის საჯარო და გამჭვირვალე,”-…

მეტი...

,,როდესაც ხან პრორუსულს გეძახიან, ხან რუსულს, ხან პუტინისტს, შეუძლებელია პასუხი არ გასცე ამ ყველაფერს”- ირაკლი კობახიძე

,,როდესაც იქითა მხრიდან ხან პრორუსულს გეძახიან, ხან რუსულს, ხან პუტინისტს და ასე შემდეგ, პასუხი არ გასცე ამ ყველაფერს, შეუძლებელია,”-  ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით ანგარიში წარადგინა. მისი თქმით, ნებისმიერი ქვეყნის ხელისუფლების ინტერესებშია ქვეყანაში არ ირსებობდეს პოლარიზაცია. „უხეშ რიტორიკას რაც შეეხება, ძალიან რთული საკითხია, ცალმხრივად ამ პრობლემას ვერ მოაგვარებ. როცა მეორე მხრიდან, რა თქმა უნდა, ოპოზიციაზე ვსაუბრობ, ხან პრორუსულს გეძახიან, ხან რუსულს, პუტინისტს და ასე შემდეგ, შეუძლებელია, ამ ყველაფერს პასუხი არ გასცე. აქედან გამომდინარე, რთული საკითხია პრობლემის მოგვარება. სუბიექტურადაც დაინტერესებულია ნებისმიერი ხელისუფლება ნებისმიერ…

მეტი...

სამომავლოდ, სტატუსთან დაკავშირებით ნეგატიური გადაწყვეტილება თუ იქნება, ყველა თემაზე დაგვჭირდება საზოგადოებასთან მსჯელობა – ირაკლი კობახიძე

თუ იქნება ნეგატიური გადაწყვეტილება მიღებული, ყველა თემაზე დაგვჭირდება საზოგადოებასთან ერთად მსჯელობა. მე იმედს გამოვთქვამ, ჩვენ მოგვენიჭება კანდიდატის სტატუსი – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა. კობახიძე იმედს გამოთქვამს, რომ ქვეყანას მიენიჭება კანდიდატის სტატუსი და საქართველოსთვის დადებითი გადაწყეტილება იქნება მიღებული. „პირველ რიგში, ოპტიმიზმს გამოვხატავ, იმედია, დეკემბერში სხვანაირი გადაწყეტილება იქნება მიღებული. თეორიულად თუ დაუშვებთ ასეთ განვითარებას, რა თქმა უნდა, საზოგადოებისთვის ამის ახსნა იქნება ძალიან რთული. საზოგადოება ძალიან იმედგაცრუებული იყო შარშან, ივნისში და დეკემბერშიც რომ მოხდეს იგივე, ბუნებრივია, ეს გამოიწვევს საზოგადოების იმედგაცრუებას. რა თქმა უნდა, ჩვენ დაგვჭირდება ყველა დეტალის განხილვა,…

მეტი...

უკრაინის ხელისუფლების ეს პოზიცია შეურაცხმყოფელია – ირაკლი კობახიძე

”ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე  უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის გადაწყვეტილებას ეხმიანება, რომელმაც საქართველოს ელჩს 48 საათს მისცა, უკრაინის დასატოვებლად და სააკაშვილის თემაზე საქართველოში კონსულტაციების გასამართად. მისი თქმით, უკრაინის ხელისუფლების პოზიცია შეურაცხმყოფელია. ,,რაც შეეხება უკრაინის პრეზიდენტის გუშინდელ ნაბიჯს, რაც უკავშირდება მიხეილ სააკაშვილს, მე არ მინდა ღრმად შევიდე ამ თემაში, ერთი მარტივი მიზეზის გამო, რომ საქმე ეხება იმ ქვეყნის პრეზიდენტს რომელიც ომის მდგომარეობაშია, მაგრამ ზოგადად, ხელისუფლების ეს პოზიცია ჩვენთვის, რა თქმა უნდა, შეურაცხმყოფელია. შეურაცხმყოფელი იყო თავისთავად ისიც, რომ როგორც თავადვე აღიარეს შემდეგ, ჩვენმა ოპონენტებმა, უკრაინის ხელისუფლების კონკრეტული მაღალჩინოსნები იყვნენ ჩართული სააკაშვილის საქართველოში…

მეტი...

,,საბაბიც კი არ არსებობს იმისა, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მიენიჭოს”- ირაკლი კობახიძე

ჩვენ პრიორიტეტები პრინციპულად შევასრულეთ. საბაბიც კი არ არსებობს იმისა, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მიენიჭოს, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა. ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენციაზე რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით ანგარიში წარადგინა და აღნიშნა, რომ თუ საუბარია ფაქტებზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებაზე, საქართველოს აუცილებლად ეკუთვნის კანდიდატის სტატუსი. „ხშირად ციფრებით ადვილად ხდება ხოლმე მანიპულირება. რეალურად, შინაარსს თუ ჩავუღრმავდებით, ძალიან კარგად ჩანს, რომ ჩვენ პრიორიტეტები პრინციპულად შევასრულეთ. შესაბამისად, ჩვენ შარშანაც ვიყავით მზად იმისთვის, რომ მოგვნიჭებოდა კანდიდატის სტატუსი, თუმცა ამ შემთხვევაში, საერთოდ არავითარი საბაბიც კი არ არსებობს იმისა, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მიენიჭოს.…

მეტი...

ზელენსკის გადაწყვეტილებას საწინააღმდეგოდ გამოიყენებენ, რომ აი ნახეთ, რა ცუდია უკრაინის მთავრობა – ალექსანდრე რაქვიაშვილი

„გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერი, ალექსანდრე რაქვიაშვილი  უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის გადაწყვეტილებას ეხმიანება, რომელმაც საქართველოს ელჩს 48 საათს მისცა, უკრაინის დასატოვებლად და სააკაშვილის თემაზე საქართველოში კონსულტაციების გასამართად. მისი თქმით, ”ქართული ოცნება” უკრინის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას  საწინააღმდეგოდ გამოიყენებს. „ჩვენ თავიდანვე ვითხოვდით, რომ მიხეილ სააკაშვილი გადაყვანილი ყოფილიყო. სამწუხაროა, რომ ამ შიდა დაპირისპირებამ გადააყოლა საგარეო ურთიერთობები, ეს კიდევ ერთი მაჩვენებელია, რომ „ქართულ ოცნებას” ზოგადად შეუძლია, ნებისმიერი მსხვერპლი გაწიროს, რომ შიდა დაპირისპირება, ვიწროპარტიული ინტერესებისთვის რაღაც სარგებელი მიიღოს. ამ ნაწილში ადეკვატურობა არ ჩანს. არ მაქვს მოლოდინი, რომ ამ თხოვნას გაითვალისწინებენ. მოლოდინი მაქვს, რომ საწინააღმდეგოდ გამოიყენებენ, რომ აი ნახეთ, რა…

მეტი...

მოქალაქეებისგან ჯამში 568 120 ლარი მიიღეს – ერთ-ერთი კომპანიის სამი ხელმძღვანელი პირი პასუხისგებაში მიეცა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების გაფლანგვისა და დიდი ოდენობით ქონების გადამალვის ფაქტებზე, ერთ-ერთი კომპანიის სამი ხელმძღვანელი პირი პასუხისგებაში იქნა მიცემული. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, რომელთა სამეწარმეო საქმიანობის სფეროს წარმოადგენდა ავტომანქანების ყიდვა-გაყიდვა, მოქალაქეებისგან მიიღეს ჯამში 568 120 ლარი, რომლითაც უნდა შეეძინათ ავტომანქანები და ჩამოეყვანათ საქართველოში. „აღნიშნულის ნაცვლად, ბრალდებულების მიერ მიღებული თანხები გაფლანგული და არამიზნობრივად იქნა გახარჯული. ამავე დროს, მოქალაქეებთან არსებული და მოსალოდნელი ვალდებულებისთვის თავის არიდების მიზნით, ბრალდებულებმა მოჩვენებითი გარიგებით გადამალეს კომპანიის საკუთრებაში არსებული დიდი ოდენობით, დაახლოებით 740 000 ლარის ღირებულების…

მეტი...

PSP აგრძელებს თურქული იაფი მედიკამენტების შემოტანას

კომპანია PSP აგრძელებს თურქეთიდან იაფი ევროპული მედიკამენტების შემოტანას. ამჯერად კომპანიამ 25 დასახელების მედიკამენტი, 44 766 კოლოფი, შემოიტანა. ყოველდღიურად PSP -ს სააფთიაქო ქსელი მომხმარებელს მთელი საქართველოს მასშტაბით 200-ზე მეტი დასახელების თურქულ მედიკამენტს სთავაზობს. „თურქეთიდან მედიკამენტების პროაქტიულად და გამარტივებული „აღიარებითი“ რეჟიმით შემოტანის დაშვებამ, შესაძლებლობა მოგვცა იაფი თურქული მედიკამენტები ჩვენი ქევყნის ყველა მოქალაქისთვის ხელმისაწვდომი გაგვეხადა. ახალი რეგულაციის ამოქმედების შედეგად, 2022 წლის თებერვლიდან PSP ყოველდღიურ რეჟიმში ვახორციელებთ კომუნიკაციას თურქეთის სადისტრიბუციო კომპანიებთან ყველა მოთხოვნადი მედიკამენტის ხელმისაწვდომ ფასად შემოტანის მიზნით; ამ ეტაპზე ის 25 დასახელების მედიკამენტი შემოვიტანეთ, რომელზეც თურქეთიდან ექსპორტის ნებართვა აქვთ დისტრიბუტორებს. ამ მიმართულებით მუშაობას…

მეტი...

ახალი მოსკოვის ტერიტორიაზე ოთხი უკრაინული დრონი საჰაერო თავდაცვის სისტემამ გაანადგურა – რუსეთის თავდაცვის სამინისტრო

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს  განცხადებით,  საჰაერო თავდაცვამ აღკვეთა უკრაინის მცდელობა განეხორციელებინა ტერორისტული თავდასხმა 5 დრონით მოსკოვსა და რეგიონის ობიექტებზე. ,,დღეს დილით კიევის რეჟიმის მცდელობა, განეხორციელებინა ტერორისტული თავდასხმა ხუთი უპილოტო საფრენი აპარატით მოსკოვის რეგიონსა და ახალ მოსკოვში არსებულ ობიექტებზე, ჩაიშალა. ახალი მოსკოვის ტერიტორიაზე ოთხი უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი საჰაერო თავდაცვის სისტემამ გაანადგურა. კიდევ ერთი უპილოტო საფრენი აპარატი ჩაახშეს ელექტრონული ომის საშუალებით და ჩამოვარდა მოსკოვის ოლქის ოდინცოვოს რაიონის ტერიტორიაზე. აღკვეთილი ტერაქტის შედეგად მსხვერპლი და ნგრევა არ ყოფილა,”- ნათქვამია უწყების განცხადებაში.  

მეტი...

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში მიწისძვრა მოხდა. მიწისქვეშა ბიძგები დღეს, თბილისის დროით 01:50 საათზე დაფიქსირდა და ეპიცენტრი დმანისის დასავლეთით 23 კმ-ში, სოფელ სამებაში იყო. მიწისძვრის სიმძლავრემ 3.1 მაგნიტუდა (ML) შეადგინა.

მეტი...

ოთხი დაღუპული და ორი დაშავებული – სროლა ფილადელფიაში

სროლა აშშ-ში, ქალაქ ფილადელფიაში –  სროლის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა,  ორი არასრულწლოვანი კი დაშავდა. დაშავებულების  მდგომარეობა სტაბილურია. პოლიციის ინფორმაციით, დაკავებულია ეჭვმიტანილი და პირი, რომელმაც საპასუხო ცეცხლი გაუხსნა ბრალდებულს. სროლის მოტივს გამოძიება დაადგენს.

მეტი...

ავტოსაგზაო შემთხვევა ანაკლიაში – დაშავდა ორი ადამიანი

ავტოსაგზაო შემთხვევა ანაკლიაში – ცენტრალურ საავტომობილო გზაზე ორი  მამაკაცი მძიმედ დაშავდა. თვითმხილველების განცხადებით, ძლიერი სიჩქარით მოძრავმა ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და არხში გადავარდა. შემთხვევის დროს მანქანაში ხუთი ადამიანი იმყოფებოდა.  

მეტი...

,,საქართველოსა და აშშ-ს თავისუფლების, დამოუკიდებლობის საერთო ღირებულებები გვაქვს”- სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს და ამერიკელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. „ამერიკის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს და ამერიკელ ხალხს, ჩვენს მეგობრებსა და პარტნიორებს ვულოცავ ამერიკის დამოუკიდებლობის დღეს. საქართველოსა და აშშ-ს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის საერთო ღირებულებები გვაქვს, სწორედ ამ პრინციპებს წარმოადგენს 4 ივლისი“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.

მეტი...

მოსკოვის ოლქის კუბინკას მახლობლად დრონი ჩამოვარდა – რუსული მედია

მოსკოვის ოლქის კუბინკას მახლობლად დრონი ჩამოვარდა. ამის შესახებ ინფორმაციას TASS-ი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. ,,კუბინკას ერთ-ერთი სამხედრო ობიექტის ტერიტორიაზე დრონი ჩამოვარდა. წინასწარი მონაცემებით, მსხვერპლი და ნგრევა არ არის“, – განუცხადა წყარომ მედიას. მისივე თქმით, ადგილზე ამ წუთებში მიმდინარეობს ექსპერტიზა. რუსული მედიის ინფორმაციით, მანამდე სასწრაფო დახმარების სამსახურებმა განაცხადეს, რომ სამი დრონი მოსკოვის მიმართულებით სხვადასხვა დროს მიემართებოდა. მსხვერპლი და ნგრევა არ ყოფილა.

მეტი...

უკრაინის, მოლდოვისა და ბალკანეთის ქვეყნების გარეშე ევროკავშირი წარმოუდგენელია – ურსულა ფონ დერ ლაიენი

უკრაინის, მოლდოვისა და ბალკანეთის ქვეყნების გარეშე ევროკავშირი წარმოუდგენელია, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა. მისი თქმით, ლაიენმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ თითქმის 500 დღე გავიდა უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან, რომლის დროსაც უკრაინელმა ხალხმა გამოიჩინა შთამბეჭდავი გამძლეობა. „შეგვიძლია თუ არა, ევროკავშირი უკრაინის, მოლდოვისა და ბალკანეთის ქვეყნების გარეშე წარმოვიდგინოთ? და ის, რომ ევროპის ეს ნაწილი ჩინეთის ან რუსეთის გავლენის ქვეშ წარმოვიდგინოთ? ეს შეუძლებელია. ასე რომ, მიმართულება ნათელია“, – განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.  

მეტი...

,,დიპლომატიაში ეს უკიდურესად მკაცრი ფორმაა, მაგრამ საქართველოს ხელისუფლება ამას იმსახურებს“- დმიტრო კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ მიხეილ სააკაშვილის დღევანდელი სასამართლო პროცესის კადრების გამოქვეყნების შემდეგ საქართველოს ხელისუფლებას აკრიტიკებს. მისი თქმით, „ყველაფერმა პიკს მიაღწია“, რის გამოც კიევმა „მკვეთრი, მაგრამ სამართლიანი ნაბიჯი“ გადადგა. „როდესაც სახელმწიფო რაღაცით უკმაყოფილოა, პირველი რეაქცია არის პროტესტი. მეორე არის ელჩის კონსულტაციებისთვის გამოძახება და რეაქციის მესამე დონე, რამდენიმე საფეხურით მაღალი სიმძიმით, არის სთხოვო ამ ქვეყნის ელჩს, დატოვოს უკრაინა თავის მთავრობასთან კონსულტაციებისთვის. დიპლომატიაში ეს უკიდურესად მკაცრი ფორმაა, მაგრამ საქართველოს ხელისუფლება ამას იმსახურებს“, – განაცხადა კულებამ. მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველოს ელჩს სამშაბათს დილით გამოიძახებენ, რის შემდეგაც „მასთან სათანადო საუბარი ექნებათ“. „თუ ისინი…

მეტი...