,,მიხეილ სააკაშვილის მიმართ ასეთი დამოკიდებულება აბსოლუტურად მიუღებელია”- უკრაინის საგარეო უწყება

უკრაინის საგარეო უწყება საქართველოს ელჩის დაბარებაზე ინფორმაციას ავრცელებს. უწყების ცნობით, უკრაინის პრეზიდენტის განკარგულებით, საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოიძახა საქართველოს ელჩი უკრაინაში გიორგი ზაქარაშვილი, რათა გამოხატოს თავისი მწვავე პროტესტი ციხეში მყოფი უკრაინის მოქალაქის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მნიშვნელოვნად გაუარესებასთან დაკავშირებით.

,,ქართველ დიპლომატს განემარტა, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ ასეთი დამოკიდებულება აბსოლუტურად მიუღებელია. საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს უკრაინის მოქალაქის მიმართ ძალადობა. ამასთან დაკავშირებით, უკრაინაში საქართველოს ელჩს გიორგი ზაქარაშვილს შესთავაზეს თბილისში დაბრუნებულიყო კონსულტაციებისთვის სიტუაციის მოგვარების გზების მოსაძებნად. უკრაინულმა მხარემ ხაზი გაუსვა მზადყოფნას სასწრაფოდ განიხილოს მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ და სამედიცინო დახმარების მიზნით უკრაინაში გადაყვანის საკითხი,”- ნათქვამია უწყების განცხადებაში.

მსგავსი თემები