,,არ ღირდა მიხეილ სააკაშვილის გამო უკრაინის ხელისუფლებასთან საქმის გაფუჭება”- იაგო ხვიჩია

არ ღირდა მიხეილ სააკაშვილის გამო უკრაინის ხელისუფლებასთან საქმის გაფუჭება – ასე ეხმიანება ”გირჩის” ერთ-ერთი ლიდერი უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას.

მისი შეფასებით, ზელენსკის მხრიდანაც არ ღირდა სააკაშვილის გამო საქართველოსთან საქმის გაფუჭება.

„პირველი პარტია ვიყავით, „ნაცმოძრაობაზე“ წინაც ვამბობდით, რომ მიხეილ სააკაშვილი უნდა გადაეყვანათ საზღვარგარეთ სამკურნალოდ. როდესაც ამას ვამბობდით, ვიცოდით, რომ მიხეილ სააკაშვილის ფაქტორი პრობლემას შექმნიდა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე განსაკუთრებით ქვეყნის გარეთ ჩვენს პარტნიორებთან. არ ღირდა მიხეილ სააკაშვილის გამო უკრაინის ხელისუფლებასთან საქმის გაფუჭება. ისევე, როგორც ახლა ზელენსკის მხრიდან არ ღირდა სააკაშვილის გამო საქართველოსთან საქმის გაფუჭება. ზოგადად, ეს არის ასეთი ფაქტორი და ჩვენ თავიდანვე ვაფრთხილებდით ამის შესახებ ქოცებს, რომ მიხეილ სააკაშვილი საჩუქრად გაეგზავნათ სადმე და ამისთვის დაერქვათ მისი სამკურნალოდ გადაყვანა – ეს იქნებოდა ყველაზე სწორი გადაწყვეტილება და არ მივიდოდით აქამდე. ახლა საქმე გაფუჭებულია. ამ გაფუჭებული საქმის ფარგლებში ტყუილ-მართლის გარჩევა უბრალოდ ჭირს“, – განაცხადა ხვიჩიამ.

მსგავსი თემები