მიხეილ სააკაშვილს საპატიმროში მაშინ გადაიყვანენ, როცა ექიმების თანხმობა იქნება

იუსტიციის მინისტრის განცხადებით, პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშილი პენიტენციურ დაწესებულებაში აუცილებლად გადავა და ეს მაშინ მოხდება, როცა ექიმების თანხმობა ექნებათ.

„რაც შეეხება მის პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანას, ადრეც ვთქვი და ახლაც ვიმეორებ, როდესაც იქნება ექიმებისგან რეკომენდაცია, რა თქმა უნდა, ის გადაყვანილი იქნება პენიტენციურ დაწესებულებაში. მსჯავრდებული პატიმარი სასჯელს იხდის პენიტენციურ დაწესებულებაში, თუმცა, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ის იმყოფება ამჟამად სამკურნალო დაწებულებაში“ – აცხადებს რატი ბრეგაძე.

მსგავსი თემები