„ჩაატარო პოლიტიკური მიტინგი და ბოლო ხმაზე ღრიალებდე, სად წერია და რაში წერია?“ – ნინო ნადირაძე

კლინიკა „ვივამედის“ გენერალური დირექტორი კლინიკაცთან „ნაციონალური მოძრაობის“ აქციას ეხმიანება და აცხადებს, რომ ეს ღრიალი არაფერში წერია.

„რამდენად სწორია, კლინიკის წინ, სადაც უამრავი მძიმე პაციენტია, ჩაატარო პოლიტიკური მიტინგი და ბოლო ხმაზე ღრიალებდე, სად წერია და რაში წერია? ძლივს შემოდიან სასწრაფოს მანქანები. მერე ემპათიაზე ვერ დაასწრებ ლაპარაკს თან“, – აცხადებს ნინო ნადირაძე.

შეგახსენებთ, რომ კლინიკასთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს.

„ვივამედთან” მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს

მსგავსი თემები