,,ევროდეპუტატების უმეტესობაში სიტყვა “საქართველო” ასოცირდება ავტოკრატიასთან, ოლიგარქთან”- დავით არახამია

უკრაინის რადას ფრაქციის, “ხალხის მსახურის” თავმჯდომარე დავით არახამიას განცხადებით, უკრაინის წარმომადგენელი იყო Renew Europe Leaders Summit-ზე, სადაც შეიკრიბნენ მთავარი ევროკომისრები, ევროპარლამენტარები და სახელმწიფოების ხელმძღვანელები ლიბერალური პარტიებიდან.

მისი თქმით, შეხვედრებს  საქართველოზე საუბრის გარეშე არ ჩაუვლია.

,,განვიხილეთ მომავალი წლის ბიუჯეტი და უკრაინის დახმარების პაკეტი.  ვისაუბრეთ საარჩევნო ციკლებზე ევროპის მასშტაბით და იმაზე,თუ რა გავლენა შეიძლება იქონიოს აღნიშნულმა უკრაინის მხარდაჭერასა და ანტირუსულ სანქციებთან დაკავშირებით არსებულ ერთიანობაზე.

კიდევ ერთი პრობლემა, რომელსაც ევროკავშირში შესვლის შემდეგ გადავაწყდებით, არის კადრები. ჩვენ უნდა მოვამზადოთ საკადრო რეზერვი უკრაინელებით, რომლებსაც უკრაინიდან ევროპულ ინსტიტუტებში სამუშაოდ გავუშვებთ. და მთავარი საკითხი-NATO-ს ვილნიუსის სამიტი. ჩვენი პარტნიორები თვლიან, რომ სამიტის შედეგებზე უკრაინასთან დაკავშირებით არსებობს ფრთხილი ოპტიმიზი.

რა თქმა უნდა, საქართველოზე საუბრის გარეშე არც აღნიშნულ შეხვედრებს ჩაუვლიათ. სამწუხაროდ, ევროდეპუტატების უმეტესობაში სიტყვა “საქართველო” ასოცირდება ავტოკრატიასთან, ოლიგარქთან, სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ ბრძოლასთან-მაგრამ, ჩვენ ყველაფერს ვიზამთ იმისთვის, რომ საქართველო ასოცირდებოდეს თავისუფლებასთან, დემოკრატიასთან, ეკონომიკურ აღმავლობასა და კანონის უზენაესობასთან. ამის გარეშე, ჩვენ ერთად ევროკავშირში ვერ შევალთ,”- წერს არახამია

მსგავსი თემები