”შეაწუხე ირაკლი”- ამ სახელწოდებით საქართველოს პარლამენტთან აქცია მიმდინარეობს. საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილები ადგილზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მისვლას ელოდებიან.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.
დღეს, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტს წლიურ ანგარიშს წარუდგენს. საკანონმდებლო ორგანოს შენობაში უსაფრთხოების დამატებითი ზომები მოქმედებს.