პოლონეთში, მინისტრების შეხვედრის ოთახში მოსასმენი მოწყობილობები იპოვეს

პოლონეთში, კატოვიცეში, იმ ოთახში, სადაც დღეს მინისტრების შეხვედრა უნდა გამართულიყო, მოსასმენი მოწყობილობები იპოვეს. სპეციალურმა სამსახურებმა შეძლეს მათი დემონტაჟი.

ქვეყნის პრემიერმინისტრი, დონალდ ტუსკი ქალაქში ევროპის ეკონომიკური კონგრესის გახსნის მიზნით იმყოფება.

,,სამსახურები აწარმოებენ შემდგომ საგამოძიებო მოქმედებებს”, – აცხადებს სპეცსამსახურების პრესმდივანი, იაცეკ დობჟინსკი.

მას კომენტარი არ გაუკეთებია მოწყობილობები რა წარმომავლობის იყო, მაგრამ თქვა, რომ შეხვედრა გეგმის მიხედვით შედგება.

მსგავსი თემები