”ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ანა წითლიძე სოციალურ ქსელ ფეისბუქში პოსტს აქვეყნებს. მისი თქმით, პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილის მისვლამდე მანდატურის უფროსმა გააჩერა და კითხვა დაუსვა.
„პრემიერის მოსვლამდე რამდენიმე წუთით ადრე – მანდატურის უფროსი სხდომათა დარბაზში მაჩერებს და მეკითხება: უკაცრავად ქალბატონო ანა, კოსტუმის შიგნით რა გაცვიათ? მე კი მივხვდი, საეჭვო რომ ვარ ასეთ დროს და მაკვირდებიან, მაგრამ ასეთი კითხვა პირველად დამისვეს“, – წერს ანა წითლიძე სოციალურ ქსელში.