გადაკეტილი ქუჩები და დამწვარი მანქანები – საფრანგეთში პროტესტი გრძელდება

საფრანგეთში პოლიციელის მიერ 17 წლის მოზარდის მკვლელობასთან დაკავშირებით პროტესტი გრძელდება. პროსტესტის მესამე ღამეს ორმოცი ათასი პოლიციელი იყო განლაგებული საფრანგეთის მასშტაბით – თითქმის ოთხჯერ მეტი, ვიდრე ოთხშაბათს.

ქალაქ ნანტერში, სადაც 17 წლის მოზარდი დაიღუპა, მომიტინგეებმა მანქანები დაწვესს, გადაკეტეს ქუჩები, შენობებზე კი დაწერეს – „შურისძიება ნაჰელისთვის“. საპროტესტო აქციაზე დაკავებულთა რიცხვმა 600-ს გადააჭარბა.

„აქციის მონაწილეები პარიზის ცენტრში, Nike-ის ფეხსაცმლის მაღაზიაში შეიჭრნენ, რის გამოც დააკავეს 30 ადამიანი, მათ შორის 16 ადამიანი მოპარული ნივთებით მას შემდეგ, რაც მაღაზიის ვიტრინა ჩაამსხვრიეს“, – აცხადებენ პარიზის პოლიციაში.

მსგავსი თემები