რუსეთმა ომში დაახლოებით 228 340 ჯარისკაცი დაკარგა – უკრაინის გენშტაბი

უკრაინის ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსეთმა ომის დაწყებიდან დღემდე, დაახლოებით 228 340 ჯარისკაცი დაკარგა.

უწყების ცნობით, რუსეთის საერთო სამხედრო დანაკარგები ასეთია:​  ჯარისკაცი – დაახლოებით 228 340; ​ტანკი – 4 041; ჯავშანტექნიკა – 7 863; საარტილერიო სისტემა – 4 127; სარაკეტო სისტემა – 630; საზენიტო საბრძოლო სისტემა – 389; თვითმფრინავები – 315; ვერტმფრენი – 308; ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 3 519; საკრუიზო რაკეტები – 1 261; საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 6 785; გემი/ნავი/კატარღა – 18; ​სპეციალური აღჭურვილობა – 569.

მსგავსი თემები