12 წლის ბავშვთან სქესობრივ დანაშაულში ბრალდებულ კაცს მოსამართლემ საპროცესო შეთანხმება დაუმტკიცა

ქუთაისში, 12 წლის ბავშვთან სქესობრივ დანაშაულში ბრალდებულ კაცს მოსამართლე ციცინო მოსიძემ საპროცესო შეთანხმება დაუმტკიცა. ამის შესახებ ინფორმაციას  “ბათუმელები” ავრცელებს.

მათივე ცნობით, განაჩენის თანახმად, კაცი 12 წლის მოზარდთან სქესობრივ კავშირს თავის სახლში ამყარებდა. მას მსჯავრდებულს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, თუმცა, ეს, როგორც განაჩენშია აღნიშნული “ჩაეთვალა პირობით, 4 წლით გამოსაცდელ ვადად”.

“დამტკიცდეს პროკურორის გ.ტ.-ს და ბრალდებულ მ.შ.-ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება”, – წერს განაჩენში მოსამართლე, რომელიც მან 2021 წლის 9 აპრილს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში გამოიტანა.

მსგავსი თემები