რუსი გენერალი სერგეი სუროვიკინი ვაგნერის საიდუმლო VIP წევრი იყო – ”სიენენი”

რუსი გენერალი სერგეი სუროვიკინი  ვაგნერის კერძო სამხედრო კომპანიის საიდუმლო VIP წევრი იყო – ამის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ ექსკლუზიურად მოპოვებულ დოკუმენტებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მოპოვებული დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ სუროვიკინს ვაგნერთან პირადი სარეგისტრაციო ნომერი ჰქონდა. სუროვიკინი ჩამოთვლილია სულ მცირე 30 სხვა მაღალჩინოსან რუს სამხედრო და დაზვერვის ჩინოვნიკთან ერთად, რომლებიც Dossier Center-ის თქმით, ასევე არიან VIP ვაგნერის წევრები.

სუროვიკინი არ გამოჩენილა საზოგადოებაში გასული შაბათის შემდეგ, როდესაც მან გაავრცელა ვიდეო, სადაც ევგენი პრიგოჟინს სთხოვდა, შეეწყვიტა  ჯანყება. მას შემდეგ მისი ადგილსამყოფელი უცნობია.

სუროვიკინი რუსეთის საჰაერო ძალების დაჯილდოვებული მეთაურია. რუსულმა მედიის ცნობით,  გენერალი სერგეი სუროვიკინი დააკავეს.

მსგავსი თემები