,,მოღალატე ხარ, შე რუსო მართლა” – საცოდავები ხართ”- ხმაური პარლამენტში

ცოტა ხნის წინ პარლამენტში, სადაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი წლიურ ანგარიშს წარადგენს ხმაური იყო. ხმაური, პრემირ-მინისტრის განცხადებას მოჰყვა, რომელიც 2008 წლის ომს შეეხებოდა.

,,როცა იყვნენ ხელისუფლებაში მაშინ ვერ აირიდეს თავიდან ომი. დიდი განსაცდელი მოუვლინეს ჩვენს ხალხს, დაკარგეს ტერიტორიები..ყველაზე მეტად რატომ არ სურთ ამ თემაზე საუბარი? იციან, რომ მათ ჩაიდინეს ღალატი ჩვენი ეროვნული ინტერესების…თუ რაიმე დარჩენიათ ამ გაუბედურებულ ოპოზიციას, საცოდავები ხართ, იმიტომ რომ არაფერი სათქმელი არა აქვთ არც ერთი მიმართულებით”,- განაცხადა ღარიბაშვილმა.

ღარიბაშვილს ”ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა, ანი წითლიძემ და თინა ბოკუჩავამ უპასუხეს: ,,მოღალატე ხარ, შე რუსო მართლა”.

 

მსგავსი თემები