პარლამენტის შენობაში დღეს დაშვების შეზღუდული რეჟიმი იმოქმედებს

საქართველოს პარლამენტი საკანონმდებლო ორგანოს შენობაში უსაფრთხოების დამატებითი ზომების შესახებ განცხადებას ავრცელებს. დღეს, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტს ანგარიშს წარუდგენს.

„30 ივნისს, საქართველოს პარლამენტის სასახლეში და მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების დაცვის რეჟიმის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2016 წლის 30 დეკემბრის N259/3 ბრძანებით დადგენილი რეგულაციების შესაბამისად, იმოქმედებს პარლამენტის შენობაში დაშვების შეზღუდული რეჟიმი, გარდა აკრედიტებული საპარლამენტო მედიის წარმომადგენლებისა. აღნიშნული ღონისძიების მიზანია, საქართველოს პარლამენტის წევრებისა და აპარატის თანამშრომლების უსაფრთხოების დაცვა და სამუშაო პირობების უზრუნველყოფა“, – ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი თემები