მდინარე ნაკრასში დაკარგული მესამე მოზარდის ცხედარიც იპოვეს

ცოტა ხნის წინ, სვანეთში, მესამე დაკარგული მოზარდის ცხედარიც იპოვეს. მაშველებმა მე-12 კლასის მოსწავლის, საბა გვარმიანის ცხედარს მდინარე ენგურში მიაგნეს. ამ წუთებში ისინი მის ამოყვანას ცდილობენ.

შეგახსენებთ, რომ სამი არასრულწლოვანი, 2 მაისს, ავტომობილით, სოფელ ჭუბერიდან სახლში სოფელ ნაკრასში ბრუნდებოდა, რა დროსაც ავტომობილი, უამინდობის გამო, მოცურდა და მდინარე ნაკრასში გადავარდა. მათი ძებნის ოპერაცია 6 დღე გრძელდებოდა.

მსგავსი თემები