უკრაინის რადას დეპუტატი თაღლითობის ბრალდებით დააკავეს

უკრაინაში მოქმედი სახალხო დეპუტატი, „ევროსოლიდარობის“ წევრი სერგეი ალექსეევი დააკავეს. დეპუტატი 50 ათასი დოლარის სანაცვლოდ უცხოელს ექსტრადიციისგან თავის დაღწევას ჰპირდებოდა.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, დეპუტატი  მოითხოვდა ფულს ევროპის ერთ-ერთი ქვეყნის მოქალაქისგან. 50 ათას დოლარად სახალხო დეპუტატი დახმარებას დაჰპირდა, უცხოელი ექსტრადიციის თავიდან აცილების მიზნით.

დეპუტატმა „გარანტია“ მისცა უცხოეთის მოქალაქეს, რომ სასამართლოში საკუთარ კავშირებს გამოიყენებდა, რათა გაეუქმებინა უკრაინის სახელმწიფო მიგრაციის სამსახურის გადაწყვეტილება უცხოელისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ.

გამოძიების ცნობით, დეპუტატის მიერ 30 ათასი დოლარის მიღება დაფიქსირდა, მანამდე მან 20 ათასი დოლარი მიიღო. დეპუტატს ბრალი წაუყენეს თაღლითობაში, რაც 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას და ქონების ჩამორთმევას ითვალისწინებს.

მსგავსი თემები